ვახუშტი მენაბდე

3 Mar. 2023, 17:38

მოდი თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ამ კანონით ხელისუფლება საჯარო ფინანსების გამჭვირვალობაზე ზრუნავს. რეალური ამოცანა ძალაუფლების კონსოლიდაცია და სახელისუფლებო გავლენისგან თავისუფალი პროფკავშირების, მედიის, კვლევითი ცენტრების, სათემო და უფლებებზე ორიენტირებული ორგანიზაციების სტიგმატიზაცია და საჯარო სივრციდან გაძევებაა.

საგადასახადო სამართალში ოდნავ მაინც თუ ერკვევა ადამიანი, იცის რომ დღევანდელი კანონებით, საქმე სულაც პირიქითაა, სახელმწიფოს იმაზე მეტი ინფორმაცია აქვს ყველა ამ ორგანიზაციაზე ვიდრე მისი დამუშავება შეუძლია. მოდი ვნახოთ, ამ კანონის გარეშეც, რა მონაცემებია დღეს სახელმწიფოს ხელში:

1. სახელმწიფოს ამჟამადაც მიუწვდება ხელი ყველა იმ დაფინანსების წარმომავლობაზე რასაც ეს ორგანიზაციები იღებენ, შემოწირული 1 ლარიდან გრანტებამდე;

2. სახელმწიფოს რეალურ დროში აქვს ინფორმაცია ამ ორგანიზაციებში დასაქმებული ყველა ადამიანის ვინაობისა და შემოსავლის შესახებ, დირექტორიდან სტაჟიორამდე;

3. სახელმწიფომ ამ მომენტშიც იცის ამ ორგანიზაციების ყველა დაფინანსებული აქტივობის შესახებ, მენიუც კი იციან ლექციის მერე ვახშმის სუფრაზე რა დევს;

4. სახელმწიფო ახლაც ფლობს დეტალურ მონაცემებს ამ ორგანიზაციების მიერ საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შესახებ. ერთადერთი ახალი რაც ამ კანონს შემოაქვს "აგენტის სტატუსია".

ერთი ამოცანა რაც არის ზემოთ დავწერე და დამატებით ისიც უნდა ვთქვა, რომ მისი განზრახვა ღირსების შელახვაა. ეს კანონი უღირსად აცხადებს განურჩევლად ყველას ვინც მას წინ ეღობება. აქ მარტივ არაპროპორციულობაზე, ართანაზომადობაზე, განუჭვრეტადობაზე არ არის საუბარი, კანონს მიზანში ღირსება ამოუღია და ცდილობს ადამიანები ამას შეაგუოს. ეს კი უფრო სახიფათოა ვიდრე უბრალოდ უხეირო სამართალშემოქმედების გვერდითი მოვლენა, ეს კანონი საზოგადოების ღირებულებათა სისტემას უქმნის საფრთხეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს
  2. "ტვ პირველი": გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
  3. EU-ის ლიდერები აზერბაიჯანს და სომხეთს ეწვევიან — რეგიონში ვიზიტების ფარგლებში საქართველოში სტუმრობა არ იგეგმება
  4. ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
  5. რუსი წყვილი, რომელიც Empire State Building-ზე ნიშნობისთვის ავიდა, დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი" — პენიტენციური სამსახური ნანა სანდერს პასუხობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტივისტ ნინა სანდერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მე-9 თვეა…