Kingdom Come-ის სტუდია ბეჭდების მბრძანებლის როლურ თამაშს ამზადებს
ფოტო: Warhorse Studios
Kingdom Come: Deliverance სერიის შემქმნელი Warhorse Studios ბეჭდების მბრძანებლის როლურ თამაშს ამზადებს, ამის შესახებ ჩეხმა დეველოპერმა X-ზე გამოაცხადა. შუახმელეთის როლურ თამაშს ჯერჯერობით სათაური არ აქვს და სხვა დეტალებიც უცნობია, თუმცა სტუდია დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გავრცელებას გვპირდება.
თუ ვიდეოთამაშების გარშემო სიახლეებს თვალს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ Warhorse-ის მიერ LOTR თამაშის შექმნაზე საუბარი უკვე დიდი ხანია მიდის. 2018 წელს გამოშვებული Kingdom Come: Deliverance-ითა და მის შესანიშნავი 2025 წლის გაგრძელებით სტუდიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია ნარატიულად მდიდარი ღია სამყაროს როლური თამაშების შექმნა — შუახმელეთი კი, სავარაუდოდ, ძალიან შორს არ არის Kingdom Come-ის შუასაუკუნეების ბოჰემიის გარემოდან.
საინტერესო იქნება, გადაწყვეტს თუ არა Warhorse პირველი პირის პერსპექტივის შენარჩუნებას, თუ აირჩევს Witcher 3-ის მსგავს მიდგომას. Kingdom Come-ის თამაშები ასევე ცნობილია თავისი რეალისტური და გამოწვევებით სავსე თამაშით და ადვილი წარმოსადგენია LOTR-ის ეკვივალენტი, სადაც ცნობილი გმირის ნაცვლად უბრალო ჰობიტს ან მეომარს თამაშობ.
ეს სიახლე გავრცელდა მაშინ, როცა Warhorse-ის მფლობელმა კომპანიამ Embracer Group-მა გამოაცხადა, რომ გამოყოფს ტოლკინთან, Tomb Raider-თან და Dead Island-თან დაკავშირებულ ბიზნესს ცალკე დამოუკიდებელ კომპანიად, სახელად Fellowship Entertainment, რომელიც საფონდო ბირჟაზე გავა.
Warhorse-ის თამაში შეიძლება არც იყოს ერთადერთი ტოლკინის სამყაროზე დაფუძნებული თამაში. მიუხედავად იმისა, რომ Amazon-მა ახლახან გააუქმა LOTR-ის MMO, მას კვლავ აქვს შეთანხმება Embracer-თან ტოლკინის IP-ის გამოყენებაზე. Amazon Gaming-ის ხელმძღვანელმა ჯეფ გრატისმა Eurogamer-ს გასულ კვირას განუცხადა, რომ მისი გუნდი "აგრძელებს ტოლკინის სამყაროს შესაფერისი საინტერესო ახალი სათამაშო გამოცდილების შექმნაზე მუშაობას".
კომენტარები