თეგეტამ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
ფოტო: თეგეტა
ციფრული ტრანსფორმაცია დღეს ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მონაცემთა მოცულობა ყოველდღიურად იზრდება, კომპანიებისთვის კი მათი სწორად მართვა, ანალიზი და ეფექტიანად გამოყენება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თეგეტა ჰოლდინგმა, რომელმაც Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვისა და ანალიტიკის სრულიად ახალი სტანდარტი დანერგა.
თეგეტასა და Datamind-ს შორის თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობაა, რომელიც კომპანიის ოპერაციული ეფექტიანობის ზრდასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გარდაქმნას ისახავს მიზნად. ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მონაცემთა მართვის ცენტრალიზაცია იყო. სხვადასხვა სისტემაში გაფანტული ინფორმაციის გაერთიანება და მისი ერთიან პლატფორმაზე გადატანა კომპანიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
ნიკა კოხოძე, თეგეტა ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: “ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მონაცემთა მართვის ცენტრალიზებული სისტემის შექმნა, რისთვისაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვარჩევდით შესაბამის პარტნიორს, როგორც საქართველოს ბაზარზე, ისე საერთაშორისო დონეზე. Datamind-მა შემოგვთავაზა გადაწყვეტა, რომელიც სრულად პასუხობდა თეგეტას მოთხოვნებსა და საჭიროებებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლატფორმის დანერგვამ არ მოითხოვა რადიკალური ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია — არსებული ინფრასტრუქტურის მაქსიმალური გამოყენებით შევძელით ახალი სისტემის ინტეგრაცია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს, როგორც დანერგვასთან დაკავშირებულ რისკებს, ისე ხარჯებს.
მონაცემების ერთიან ხედვასთან ერთად, უნისტრიმის პლატფორმაზე ხელოვნური ინტელექტის ბოტებმა შესაძლებლობა მოგვცა, ეს მონაცემები სასაუბრო ფორმატშიც გადაგვეყვანა. დეპარტამენტების მიხედვით ბიზნესოუნერებს შეუძლიათ, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მონაცემები გააცოცხლონ, აწარმოონ ანალიტიკა სწრაფად და ეფექტურად, რამაც მონაცემებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებაც საკმაოდ დააჩქარა“.
ფოტო: თეგეტა
Datamind-ის მიერ შექმნილი პლატფორმა Unistream მონაცემთა ეკოსისტემაა, რომელიც ანალიტიკას, რეპორტინგს, მონაცემთა საცავსა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს აერთიანებს. ეს არის პროდუქტი, რომელიც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში მართოს ყველა მონაცემი და მიიღოს სწრაფი, ზუსტი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები. ამ შედეგის მისაღწევად კი გაცილებით ნაკლები ფინანსური ინვესტიციაა საჭირო, ვიდრე რამდენიმე განსხვავებული სისტემის დანერგვა მოითხოვდა.
რატი კუნჭულია, Datamind-ის თანადამფუძნებელი: “ჩვენ შევქმენით უნივერსალური, დესტრუქციულად ინოვაციური პროდუქტი, რომლის ალტერნატივაც მსოფლიოში არ არსებობს. ეს პლატფორმა პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომლებიც ბიზნესს მონაცემებთან დაკავშირებით ხვდება ან მომავალში შეიძლება შეხვდეს. მომხმარებელს აღარ სჭირდება სხვადასხვა სისტემა და მრავალი დეველოპერი — ყველაფერი ერთ სივრცეშია გაერთიანებული, მათ შორის ინოვაციური AI-ინსტრუმენტები, რომლებიც რთულ ანალიტიკასა და ბიზნესგადაწყვეტილებებს ავტომატურად ასრულებს. საკმარისია, მომხმარებელმა მისცეს დავალება ტექსტით ან სიტყვიერად და სისტემა სამუშაოს თავად შეასრულებს“.
თეგეტა პირველი კომპანია იყო, რომელმაც Unistream პლატფორმის გამოყენება დაიწყო. უკვე 10 თვეზე მეტია, ის სრულად ითვისებს Datamind-ის შესაძლებლობებს, რაც კომპანიის შედეგებზე მნიშვნელოვნად აისახა.
ფოტო: თეგეტ
თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი კი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გარდაქმნაა. თეგეტაში ჩამოყალიბდა მონაცემებზე დაფუძნებული მართვის მოდელი, სადაც ინფორმაცია ხელმისაწვდომია რეალურ დროში და ანალიტიკა ყოველდღიური ოპერაციების განუყოფელი ნაწილი გახდა.
ვახტანგ ბურჭულაძე-კალანდაძე, Datamind-ის თანადამფუძნებელი: “თეგეტამ პრაქტიკულად სრულად მოხსნა, ე.წ. Ad Hoc Reporting-ის საჭიროება. დღეს მენეჯმენტი, ანალიტიკოსები და სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები თავად იყენებენ ჩვენს AI-ინსტრუმენტებს, რაც ნიშნავს, რომ აღარ არის საჭირო ხელით სამუშაოს შესრულება ან კოდების წერა. პლატფორმას ყოველდღიურად ასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა ანალიტიკის ხარისხი და სიჩქარე, ხოლო რესურსების გამოყენება ბევრად ეფექტიანი გახდა“.
მონაცემთა ცენტრალიზებული სისტემის დანერგვამ კომპანიას მისცა შესაძლებლობა, სწრაფად და მარტივად მიიღოს რეპორტები, მნიშვნელოვნად შეამციროს მონაცემების მოძიებისა და დამუშავების დრო, გაზარდოს ანალიტიკის სიზუსტე და გაამარტივოს მონაცემებზე წვდომა ყველა დონეზე. ეს ქმნის საფუძველს პროგნოზირებადი ანალიტიკის განვითარებისთვის და AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მასშტაბირებისთვის.
რატი მამაგეიშვილი, თეგეტა ჰოლდინგის მონაცემთა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “მთავარი შედეგი არის მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების ხარისხისა და სისწრაფის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. კომპანიაში ჩამოყალიბდა ცენტრალიზებული და სანდო მონაცემთა სისტემა, გაჩნდა ანალიტიკის ახალი შესაძლებლობები AI-ის გამოყენებით და მნიშვნელოვნად შემცირდა მონაცემების დამუშავებაზე დახარჯული დრო და რესურსი. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი Data Driven ორგანიზაციისკენ“.
Datamind-ის პლატფორმა მუდმივად ვითარდება და ახალი ფუნქციონალები ემატება, რაც პარტნიორ კომპანიებს, მათ შორის, თეგეტას, დამატებითი ხარჯის გარეშე აძლევს საშუალებას, უახლესი ტექნოლოგიური რესურსებით ისარგებლონ.
სამომავლოდ, Datamind საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას გეგმავს, რაც პლატფორმის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს და პარტნიორი კომპანიებისთვის დამატებით ღირებულებას შექმნის. თეგეტასთვის ეს ნიშნავს, რომ ახალი ბაზრების ათვისების პროცესში მას უკვე ექნება მძლავრი, ცენტრალიზებული და ადაპტირებადი მონაცემთა მართვის სისტემა, რომელიც სხვადასხვა გამოწვევასთან გამკლავებას გაამარტივებს.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები