ნინო ნადირაძე

3 Feb. 2023, 13:51

ცენტრი ემპათიის მიზნები რადიკალურად განსხვავებულია ჩვენი კლინიკის მიზნებიდან. ჩვენ გვინდა პაციენტი იყოს კარგად. მე პირადად მთელი არსებით ვარ მოწოდებული ამისკენ. ზუსტად ამიტომ, პირველი ხუთი თვის განმავლობაში სულ რაღაც ორჯერ გამოვჩნდი მედიასთან, რომ არ გამეკეთებინა არანაირი განცხადებები, რომელსაც შეეძლო დაეზიანებინა პაციენტების პოზიცია. მე არ ვერევი არც მის დაცვაში, არც მის სურვილებში, არც მის მისწრაფებაში, მან იპოვოს თავისუფლების გასაღები. ეს მისი უფლებაა და მე მგონი, ყველა ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი არის თავისუფლება. ადამიანები ზუსტად ამ თავისუფლების გამო მივდივართ ყველაფერზე. მეც არ ვიცი თავისუფლების გამო რაზე წავალ, რას გავაკეთებ, რაზე მოვაწერ ხელს. 

შესაბამისად, მე ყოველთვის ვრჩები ექიმად, ჩემი სტაფი ყოველთვის რჩება სამედიცინო მრწამსის, სამედიცინო ეთიკის მხარეს და შესაბამისად, არ გვაინტერესებს პაციენტის მისწრაფებები, არ ვერევით დაცვის მხარის ქმედებებში. ჩვენ გვსურს, რომ პაციენტი იყოს ჯანმრთელად, თუმცა მე ისიც მესმის, რომ თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ძალიან ცუდად ყოფნაშია და ესეც მესმის, გათვითცნობიერებული მაქვს, მაგრამ ჩვენ არ ვაკლებთ არანაირ საშუალებას. 

განაცხადა კლინიკა ვივამედის გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე. ნადირაძე პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობით პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა, სადაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის ადვოკატის შუამდგომლობით მორიგი სასამართლო პროცესი იმართება, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელისგან განთავისუფლების ან სასჯელის შემდგომი გადავადების თაობაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. პაატა ბურჭულაძე: ჩემი ასაკიდან გამომდინარე ამ ორმა “დიდად პატივცემულმა” პროკურორმა ხელმოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი
  2. იაპონელი მოგზაურს ქობულეთში ველოსიპედი მოჰპარეს, რომლითაც მსოფლიო შემოიარა
  3. ეტრანზიტული მილსადენები და სხვა კონომიკური კავშირები აზერბაიჯანთან
  4. მიტროპოლიტი ისაია: "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს, განწირულის სულისკვეთება"
  5. შალვა ნათელაშვილი: პატრიარქის არჩევას ესწრება, ქვეყნის მთავარი ოკუპანტის, პრეზიდენტ პუტინის მთელი სპეცსამსახური

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ხაზარაძე: ვულოცავ შიო III-ს ამ უმნიშვნელოვანეს მისიას და მჯერა, რომ ღირსეულად გააგრძელებს საქართველოს უდიდესი პატრიარქის, ილია მეორის გზას

"დღეს ისტორიული დღეა — საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი საჭეთმპყრობელი ჰყავს. ვულოცავ უწმინდესსა და…