ნინო ნადირაძე

23 Jan. 2023, 11:47

ჩვენც არც კრიტიკული და არც სუბკრიტიკული [მდგომარეობა] არ გვაქვს. ერთადერთი, რაც ყურადსაღებია, ეს არის წონა, მაგრამ ჩვენ ამ წონას ვერასოდეს ვერ დავიჭერთ, იმიტომ, რომ, თუნდაც ჩვენი ხვეწნა-მუდარა, ის კალორაჟი საჭმლის, რაც არის საჭირო მისი ჯანმრთელობისთვის რომ მოიტანონ ოჯახის წევრებმა, ის კალორაჟიც არ მოაქვთ. აი, გაბრაზებული ვარ. ეს არის ძალიან მწირი საკვები, რომელიც არ შეიძლება მოიტანო, როდესაც ადამიანი ასე ცუდად იკვებება, მისთვის საჭიროა, რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკვები — ცოტა კარგი სუნით, კარგი გემოთი. მაღაზიის მზა საკვები არ უნდა მოიტანო ამ დროს.

მე ვიცი ნამდვილად, როცა მასთან გემრიელი საკვები მოუტანიათ, ის მას გემრიელად მიურთმევია. დავიწუწუნებ, არ მჩვევია წუწუნი, მაგრამ არ შეიძლება, რომ იცი, რომ მეტწილად კვებაზეა დამოკიდებული მისი გამოჯანმრთელება, 1 000 კალორია მაინც მოიტანე. 500, 600, 700 კალორიის შესაბამისი საკვებით, რა თქმა უნდა, წონაში კლება იქნება და ამას ვერსად ვერსად გავექცევით.

ის მიღებულ საკვებს ითვისებს... თუ ჭამ ბორშს ან რაღაც საკვებს, ე.ი. შეგიძლია კვება. ხოდა, ამიტომ იქნებ რამე გემრიელი მოიტანონ... არ შეჭამს? ჩვენ ეგება შევაჭამოთ.

არავის დავადებ ხელს, უბრალოდ ფაქტია, როცა ენდოკრინოლოგი ითხოვს, მკურნალი ექიმი ითხოვს, რომ ცოტა მრავალფეროვანი საკვები მოიტანონ, მადის აღმძვრელი სუნებით, კარგი და ამ დროს მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ, ეს... როცა გინდა, რომ ადამიანი კარგად იკვებებოდეს, რაც მე ვნახე, მე არ მომინდება მისი შეჭმა...

ეჭვებს და ვარაუდებს ვერ გამოვთქვამ, ვერაფრით ვერ ვიტყვი, რომ დედას არ უნდა შვილმა კარგად ჭამოს, მე ვამბობ ფაქტს , რაც არის მოტანილი საკვები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  4. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
  5. BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა

საფრანგეთში უკვე ზედიზედ მეორე წელია, უცნაური რამ ხდება: მედუზები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე გრავლინის ატომურ…