რას ჰყვება ვაგნერის დაჯგუფებიდან გამოქცეული მეთაური
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ყოფილმა დაქირავებულმა ექსკლუზიური ინტერვიუ CNN-ს მისცა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ვაგნერის ჯგუფი რუსეთის არმიის არაოფიციალური სამხედრო დანაყოფია, რომელიც 2014 წელს შეიქმნა და მჭიდრო კავშირები აქვს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
- ჯგუფი არსად არ არის რეგისტრირებული როგორც იურიდიული პირი, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს მისგან დისტანცირდეს და მათ ჩრდილქვეშ იმოქმედოს.
- ყირიმის ანექსიის შემდეგ პუტინის კერძო ჯარის ქმედებები გლობალური ხასიათის გახდა — ისინი ბრალდებულნი არიან ომის დანაშაულებში აფრიკაში, სირიასა და უკრაინაში.
- ეს სამხედრო გაერთიანება ცნობილია ჯგუფის წევრების მიმართ სასტიკი მეთოდების გამოყენებითაც.
მედვედევი, რომელიც იქამდე რუსეთის ჯარში მსახურობდა, ვაგნერს მოხალისედ შეუერთდა.
- 2022 წლის ივლისში უკრაინაში გაგზავნეს, სადაც დონეცკის რეგიონის ქალაქ ბახმუტთან მსახურობდა.
- ამბობს, რომ კონფლიქტი ჰქონდა ჯგუფის დამფუძნებლებთან, დიმიტრი უტკინთან და ოლიგარქ ევგენი პრიგოჟინთან, რომლებსაც ეშმაკებად მოიხსენიებს.
- გაქცეულ ვაგნერელს არ სურს იმის გახსენება, თავად რას აკეთებდა უკრაინაში ბრძოლის დროს, მაგრამ ჰყვება სხვების დანაშაულზე.
- მისი თქმით, ვისაც ბრძოლა არ სურდა ახალმოსულთა თვალწინ ხვრეტდნენ: "მოკლულები დამარხეს ზუსტად იმ თხრილებში, რომლებიც იქ მყოფებმა გათხარეს".
- CNN-ს განუცხადა ისიც, რომ უკრაინაში განლაგებიდან მეექვსე დღეს იცოდა, რომ აღარ სურდა ბრძოლის გაგრძელება, რადგან ხედავდა, როგორ გადაიქცნენ რუსი ჯარისკაცები ქვემეხის საკვებად.
- ანდრეი 13 იანვარს ნორვეგიაში გაიქცა და თავშესაფარს ითხოვდა.
ტაქტიკა და ფინანსები: მედვედევის თქმით, ვაგნერს არ ჰქონდა ტაქტიკური სტრატეგია.
- "ჩვენ უბრალოდ ვიღებდით ბრძანებებს მოწინააღმდეგის პოზიციის შესახებ. არ ყოფილა გარკვეული მითითებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით", — იხსენებს ის.
- გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრებს, რომლებიც ვაგნერის ჯგუფში იბრძოდნენ უთხრეს, რომ მათი ოჯახები მიიღებდნენ ანაზღაურებას ხუთი მილიონი რუბლის ($71 000) ოდენობით, თუ ისინი ომში დაიღუპებოდნენ.
- მაგრამ სინამდვილეში "არავის სურდა ასეთი თანხის გადახდა", — თქვა მედვედევმა.
- უკრაინაში ბრძოლების დროს დაღუპული ბევრი რუსი "უბრალოდ დაკარგულად გამოცხადდა".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები