გერმანიის კანცლერმა ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 25 იანვარს დადასტურდა, რომ არაერთკვირიანი ყოყმანის და დიპლომატიური ზეწოლის შემდეგ, გერმანია უკრაინას ლეოპარდის ტიპის ტანკებს გაუგზავნის.

  • პარალელურად, შოლცი აცხადებს, რომ ომის შესაჩერებლად რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები აუცილებელია.

დეტალები: მისი თქმით, სწორედ პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები და შეაჩეროს ეს უაზრო ომი, რომელსაც უკვე ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

  • კანცლერი აღნიშნავს, რომ პუტინს მასთან სატელეფონო საუბრისას უხეში ტონი არ ჰქონია, თუმცა არაერთხელ დააფიქსირა, რომ მას მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების იძულებით ანექსია სურს, ეს კი მიუღებელია.
  • შოლცის განცხადებით, ხანდახან მათი საუბარი პატიმრების გაცვლას, ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და სხვა საკითხებს უკავშირდება, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებები ყოველთვის აქტუალურ თემებს ეხებოდეს, კერძოდ იმას, თუ როგორ გამოვიდეს მსოფლიო ამ სიტუაციიდან.
  • დასძენს, რომ ამის წინაპირობაა აშკარაა და ეს რუსული ჯარების გაყვანას მოიაზრებს.