ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სანქციები ერთ-ერთი ეფექტური იარაღია, რომელსაც დასავლური ინსტიტუტები და სახელმწიფოები რუსეთის წინააღმდეგ იყენებენ უკრაინაში შეჭრის გამო.

  • სანქციები სხვადასხვა ტიპისაა და ითვალისწინებს რუსული ეკონომიკის შეზღუდვებს, კრემლის წარმომადგენლების, ოლიგარქებისა და მათთან დაკავშირებული პირების ქონების ჩამორთმევას და აქტივების გაყინვას, მოგზაურობის აკრძალვას და სხვა.

დეტალები: პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რაც გულისხმობს სანქციების შემოღებას იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის, რომლებსაც რუსეთი იყენებს სამხედრო ტექნიკისა და ჯარისკაცების სარკინიგზო ტრანსპორტირებისთვის.

  • პრეზიდენტმა მიმართვის დროს განმარტა, რომ სანქციები შეეხება 185 კომპანიასა და ფიზიკურ პირს.
  • მისი განცხადებით, სანქცირებული პირებისა თუ კომპანიების აქტივები დაბლოკილია და არსებულ ქონებას უკრაინის თავდაცვისთვის გამოიყენებენ.