ამის შესახებ უკრაინის მმართველი ფრაქციის მეთაურმა ტელეგრამზე დაწერა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის მოადგილის, პაველ ხალიმონის ფეშენებელურ სახლზე, რომელიც დეპუტატმა ომის პერიოდში შეიძინა, ინფორმაცია თავდაპირველად უკრაინსკა პრავდას ჟურნალისტებმა გაავრცელეს.

  • არახამიას განცხადებით, მისი მოადგილის ქცევა არ შეესაბამება მათ ფასეულობებსა და ხედვას იმაზე, რას უნდა აკეთებდეს დეპუტატი ომის დროს.

დეტალები: რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით არახამია სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

  • "შენ თუ ხარ დეპუტატი და ზედმეტი რამდენიმე მილიონი გრივნა გაქვს, უნდა დაეხმარო ქვეყანას. ეს შენი ვალდებულებაა. პაველ ხალიმონი ჩვენი ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდება", — დაწერა მან.