ალტე უნივერსიტეტი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის (HBS) მიკროეკონომიკისა და კონკურენციის პარტნიორთა ქსელის წევრი გახდა
ალტე უნივერსიტეტი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის (HBS) სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის მიკროეკონომიკისა და კონკურენციის პარტნიორთა ქსელის წევრი გახდა. 2021 წლის მონაცემებით, აღნიშნული ქსელი წარმოდგენილია მსოფლიოს 67 ქვეყნის 130-მდე საგანმანათლებლო და ბიზნეს დაწესებულებაში, აერთიანებს 2 258 კურსსა და 70 000 სტუდენტს ეროვნული, რეგიონული, საერთაშორისო თანამშრომლობის, ექსპერტული ცოდნის გაზიარების, ერთობლივი კურსებისა და კვლევების დაგეგმვის მიმართულებით.
მიკროეკონომიკისა და კონკურენციის პარტნიორთა ქსელის წევრობა უმნიშვნელოვანესი სიახლეა ალტე უნივერსიტეტის როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური პერსონალისთვისაც. თანამშრომლობის ფარგლებში, ერთის მხრივ, ლექტორებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ჩაერთონ ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, გაიზიარონ ჰარვარდის ბიზნეს სკოლის გამოცდილება და დანერგონ შესაბამისი თანამედროვე და ინოვაციური პრაქტიკები ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში, რაც სტუდენტებისთვის საერთაშორისო დონის განათლების მიღების კიდევ ერთი წყარო გახდება. მეორეს მხრივ, კი როგორც აკადემიურ პერსონალს, ასევე სტუდენტებს ექნებათ წვდომა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დახურულ პლატფორმებზე განთავსებულ საგანმანათლებლო რესურსებზე (სხვადასხვა ინოვაციური ბიზნეს სიტუაციის ანალიზი, ელექტრონული მასალები, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორების სალექციო მასალები და სხვა.), რაც სექტორში არსებული უახლესი კვლევებისა და მასალების უმდიდრეს ბაზაზე წვდომას გულისხმობს.
ალტე უნივერსიტეტს აღნიშნულ ქსელში წარმოადგენს ბიზნეს სკოლის პროფესორი და აფილირებული დოქტორი, მაია გუნცაძე და ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ლექტორი, გიგა კიკორია.
"ეს შესაძლებლობა ჩემთვის, როგორც ლექტორისთვის, უმნიშვნელოვანესია, რადგან დღესდღეობით კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკა და მისი განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა თუ საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა მეცნიერების კვლევისა და მაღალი ინტერესის საგანია. ქსელში გაწევრიანებით, ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორებს მოგვეცა შესაძლებლობა უნივერსიტეტის ბაზაზე დავამუშაოთ და დავნერგოთ შესაბამისი კურსები, ასევე, განვახორციელოთ ერთობლივი კვლევითი თუ სხვა პროექტები ქსელის წევრების ჩართულობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ისევ და ისევ, ჩვენი სტუდენტებისთვის ზრდის უმაღლესი ხარისხის განათლებაზე უნიკალურ ხელმისაწვდომობას," — აღნიშნავს ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მაია გუნცაძე.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები