მალგოჟეტა გოშევსკა:

17 Jan. 2023, 00:14

არ მეშინია იმ მუქარის, რომელიც ისმის ჩემი მისამართით. მემუქრებიან, რომ თუ ისევ გავაგრძელებ პრეზიდენტის სიცოცხლეზე საუბარს, საქართველოს სიტუაციაზე საუბარს, მემუქრებიან, რომ საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება. ასეთი საფრთხე, ასეთი მუქარა მოისმინა ჩვენმა ელჩმა, რომელსაც ეს პირდაპირ განუცხადეს. მე, მაგალითად, არ მაქვს რუსეთსა და ბელარუსში შესვლის საშუალება, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე და თუ ამ ქვეყნებს დაემატება საქართველო, აქ ყველაფერი ნათელი იქნება. [...]

ასეთი მუქარა იყო ფორმალურ საუბარში, რომელიც ჩაატარეს პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან, ბატონ მაშკევიჩთან. ოფიციალურ საუბარში გაისმა ეს მუქარა. იმედი მაქვს, აქამდე არ მივა საქმე. მე მინდა, საქართველო დაბრუნდეს ნორმალურ წრეზე და იყოს საშუალება, რომ მოვინახულოთ პოლიტიკური პატიმრები ციხეებში. მე წლების განმავლობაში ვნახულობდი ციხეში ყოფილ პრემიერს, ბატონ ვანო მერაბიშვილს. მაშინ მქონდა ამის საშუალება, ახლა არ მაქვს ამის საშუალება, რამდენჯერმე მითხრეს უარი, რომ მენახა პრეზიდენტი სააკაშვილი, ასევე, არ მქონდა საშუალება, რომ ნიკა გვარამია მომენახულებინა. ამაზეც უარი მითხრეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს
  2. "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
  3. ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
  4. EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
  5. "ტვ პირველი": გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ