გია ვოლსკი

28 Dec. 2022, 21:36

დღეს გამოვიდა ის ხალხი, რომელთაც, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ორაზროვანი განცხადებების გამო, გარკვეული ეჭვები დაებადათ. ამ ეტაპზე სწორედ ამას სჭირდება პასუხი და ვრცელი განმარტება. ამ ადამიანმა ადამიანები აწამა და მმართველობის თუ ადამიანური ურთიერთობების ყველანაირი ნორმა დაარღვია. მის მიერ გაკეთებული განცხადებები გარკვეულ ორაზროვნებას შეიცავს და ამას უკავშირდება მიტინგიც. არ შეიძლება, ყველაფერი დააბრალო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული, ესაა საკმაოდ მძლავრი და კარგად დაგეგმილი შეტევა პრეზიდენტზე, მათ შორისაა მისი ბულინგი. ბულინგის ავტორთა აზრით, ბულინგმა უნდა განაპირობოს გადაწყვეტილების მიღება. თუ ამაზე გააკეთებს აქცენტს, უკეთესი იქნება [...].

რაც შეეხება მის განცხადებას რუსულ სოფელზე და იმაზე, თითქოს ქართულ ოცნებას წვლილი მიუძღვის იმ ადამიანების მიერ გამართულ აქციაში, ვისაც თავზე გადაუარეს, მათი ოჯახის წევრების სისხლი ღვარეს, პრეზიდენტის მხრიდან ასეთი განცხადებები ყოვლად უსაფუძვლოა. ეს განაპირობებს, რომ საზოგადოებას ეჭვები აქვს და ამას სჭირდება უფრო მკაფიო პასუხი, არა გაკაპასებული ჩვეულებრივი მოქალაქის, ამას სჭირდება პრეზიდენტის პასუხი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  3. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  4. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
  5. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი

"უკაცრავად, მაგრამ მინდა მივმართო ყველას ვინც აღეგზნო და მლანძღავს ჩემს მიერ მოყვანილ ფაქტების გამო. მოდი მივყვეთ…