22 მნიშვნელოვანი რამ, რაც 2022 წელს პოპკულტურაში მოხდა
წინა წლის მსგავსად, 2022 წელი მსოფლიოსთვის საკმაოდ რთული და ტრაგიკული აღმოჩნდა. ამის სათქმელად მხოლოდ უკრაინაში დაწყებული ომიც საკმარისია, რომელიც დღემდე გრძელდება. ომმა უკრაინის გმირი მოსახლეობის გარდა თავისი კვალი მსოფლიოსაც დაატყო.
ამის ფონზე, 2022 წელი ცუდი თუ კარგი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. ამ ამბებს 12 თვის განმავლობაში თქვენთვის და თქვენთან ერთად ვაშუქებდით, თუმცა ამ სტატიაში ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს თავს კიდევ ერთხელ მოვუყრით.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ პოპკულტურაში მომხდარ 22 მნიშვნელოვან ამბავს, რომელმაც 2022 წელს თავი დაგვამახსოვრა:
1. ახალი წელი ჰარი პოტერის საიუბილეო გადაცემით დაიწყო
ფილოსოფიური ქვის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 2022 წლის პირველ იანვარს ჰოგვორტსში კიდევ ერთხელ დავბრუნდით. ჰარი პოტერის საიუბილეო გადაცემა ჯადოსნური სამყაროს ფანებისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა: მსახიობებმა და რეჟისორებმა ჩვენთან ერთად გაიხსენეს ყველაზე საინტერესო მომენტები, კადრს მიღმა ფაქტები და ბევრი საიდუმლოც გაგვიმხილეს.
ჰარი პოტერის საიუბილეო გადაცემის 10 მომენტი, რომელმაც მართლა ჰოგვორტსში დაგვაბრუნა
2. მსოფლიომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა
უკრაინის ომის ფონზე, ქვეყანას მხარდაჭერა ბევრმა ვარსკვლავმა გამოუცხადა. შონ პენი უკრაინაში ჩავიდა, პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა და მოგვიანებით თავისი ოსკარიც გადასცა. ვარსკვლავები უკრაინის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდნენ, დაჯილდოებებზე სიტყვებით გამოდიოდნენ და მოსახლეობის დასახმარებლად ფულს აგროვებდნენ. მაგალითად, მილა კუნისმა და ეშტონ კაჩერმა საჯაროდ დადეს პირობა, რომ უკრაინისთვის $30 მილიონს შეაგროვებდნენ. ბოლო მონაცემებით, მსახიობებმა უკვე $37 მილიონზე მეტი შეაგროვეს. დემნამ უკრაინას მხარდაჭერა ბალენსიაგას ჩვენებით გამოუცხადა და საქართველოში გადატანილი ომიც გაიხსენა. Pink Floyd-მა უკრაინის მხარდასაჭერად 28 წლის შემდეგ პირველად გამოუშვა ახალი სიმღერა.
3. ეიფორიის მეორე სეზონი ყველამ ავიკვიატეთ
ვის არ ახსოვს კესისა და მედის დაპირისპირება, ლექსის სპექტაკლი, რუს რთული გზა და ტყუილები, ფეზკოსა და ეშის საშიში თავგადასავალი?
4. ორსული რიანა ქუჩაში გამოგვეცხადა და ამაყად იპოზიორა
ორსული რიანას პაპარაცულმა ფოტოებმა მსოფლიო მოიარა. რიანას და A$AP Rocky-ის პირველი შვილი უკვე შეეძინათ.
5. ოსკარის დაჯილდოებაზე უილ სმიტმა კრის როკს სახეში გაარტყა
ოსკარის დაჯილდოებაზე ყბა ყველას ჩამოგვივარდა, თუმცა არა რომელიმე გამარჯვების, არამედ უილ სმიტის გამო, რომელმაც კრის როკს სახეში გაარტყა.
6. ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა, როგორც იქნა, იქორწინეს
თუ ჯეილოსა და ბენ აფლეკის პირველი დაშორება მძიმედ გადაიტანე, ალბათ, გაგიხარდა, რომ წყვილი ხელახლა დაინიშნა და მათი სიყვარულის ისტორია ქორწილით დაგვირგვინდა.
7. კარდაშიანები ახალი შოუთი დაბრუნდნენ
კარდაშიანებმა რეალითი შოუ Keeping Up With The Kardashians ცრემლებით კი გააცილეს, თუმცა დიდხანს არ შეუსვენიათ და მალევე დაგვიბრუნდნენ ახალი შოუთი, სახელად The Kardashians.
8. ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო პროცესი
წელს მსოფლიო ჯონი დეპსა და ამბერ ჰერდს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესმა აალაპარაკა. ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივლა და ზიანის ასანაზღაურებლად $50 მილიონი მოითხოვა. ჰერდმა 2018 წელს The Washington Post-ში გამოაქვეყნა ოპ-ედი, სადაც განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ამბერს ტექსტში ყოფილი ქმრის სახელი არ უხსენებია, თუმცა დეპის სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ოპ-ედი სწორედ მას ეხებოდა, რის გამოც მისი კარიერა დაზიანდა და როლები დაკარგა.
სასამართლო ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა. ამბერ ჰერდმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა დეკემბერში განაცხადა, რომ დავას მორიგებით ასრულებს.
9. კიმ კარდაშიანმა მეთ გალაზე მერილინ მონროს კაბა მოირგო და კრიტიკის ქარცეცხლშიც გაეხვა
ფოტო: Gotham / Getty Images
ფოტო: Gotham / Getty Images
მეთ გალაზე კიმ კარდაშიანის კაბაზე ადამიანები თვეების განმავლობაში ლაპარაკობდნენ: კიმს ხან ისტორიული კაბის დაზიანებაში ადანაშაულებდნენ, ხან კაბისთვის წონაში დაკლებისთვის საყვედურობდნენ, ხანაც იმ კაბების სიებს ადგენდნენ, რომელთა დაცვაც ვარსკვლავისგან უნდოდათ.
10. დემნა Time-ის 2022 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის მოხვდა
ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელი მსოფლიომ კიდევ ერთხელ დააფასა — დემნა Time-ის 2022 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის მოხვდა.
დემნა გვასალია Time-ის 2022 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის მოხვდა
11. Stranger Things ხელახლა შევიყვარეთ და გამუდმებით Running Up That Hill-ს ვუსმენდით
მთელი ზაფხული უცნაური ამბების განხილვასა და კეიტ ბუშის Running Up That Hill-ის ღიღინში გავატარეთ. ჩვენს საყვარელ პერსონაჟებთან ერთად გვეშინოდა, გვიყვარდა და ვიბრძოდით. ახლა კი უცნაური ამბების ბოლო სეზონსაც სულმოუთქმელად ველით.
ამავე თემაზე:
- ტესტი: Stranger Things-ის რომელი პერსონაჟი ხარ?
- კეიტ ბუშმა Stranger Things-ის ფანებს სიმღერის გაცოცხლებისთვის მადლობა გადაუხადა
- Stranger Things-ის 10 კადრს მიღმა ფოტო, რომელიც მე-4 სეზონს სხვა თვალით დაგანახებს
- ტესტი: გადარჩებოდი თუ არა Stranger Things-ის სამყაროში?
- Metallica-ს წევრებმა Stranger Things-ის ფინალურ სერიაში მათი მუსიკის გაჟღერებისთვის მადლიერება გამოხატეს
- სერიალების მოყვარულები სოფელ სამებას Stranger Things-ს ადარებენ — 15 რეაქცია
- Stranger Things-ის 12 სევდიანი მომენტი, რომელმაც ცხარე ცრემლით გვატირა
- ნოა შნაპმა დაადასტურა, რომ Stranger Things-ში უილი გეია
- Stranger Things-ის 15 მომენტი, რომელმაც ედი ჩვენს საყვარელ პერსონაჟად აქცია
- Stranger Things 4-ის 3 ემოციური მომენტი, რომელიც მსახიობების იმპროვიზაციით შეიქმნა
12. House of the Dragon-მა ჩვენს საყვარელ სამყაროში დაგვაბრუნა
სამეფო კარის თამაშების ფანები წელს საყვარელ სამყაროში დაბრუნდნენ — სამყაროში, რომელიც ინტრიგებით, მოულოდნელი მომენტებითა და დაძაბული ისტორიებითაა სავსე.
13. რობერტ პატინსონმა ვამპირობას ღამურობა არჩია
წელს რობერტ პატინსონი ვამპირის ნაცვლად, ღამურას — ბეტმენის როლში მოგვევლინა და ჩვენი საყვარელი სუპერგმირი კიდევ ერთხელ და ძალიან საინტერესოდ გააცოცხლა.
14. განუწყვეტლივ As It Was-ს ვმღეროდით
წელს ჰარი სტაილსი უფრო მეტად შევიყვარეთ, განსაკუთრებით კი მისი სიმღერა As It Was ავიტაცეთ, რომლის სიტყვებიც თითქმის ყველამ ზედმიწევნით ვიცით.
15. ენდრიუ გარფილდი თავიდან დავაფასეთ
2021 წლის ბოლოს Spider-Man: No Way Home გამოვიდა, რომელშიც სპაიდერმენის როლი ენდრიუ გარფილდმა კიდევ ერთხელ მოირგო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი წელი გვიმტკიცებდა, ფილმში არ ვარო. ამის საპირისპიროდ, ენდრიუმ 2022 წელი იმის გახსენებაში გაატარა, თუ როგორ ატყუებდა ირგვლივ ყველას ფილმის შესახებ. ენდრიუ ყველამ ხელახლა შევიყვარეთ და დავრწმუნდით, რომ სპაიდერმენის მესამე ფილმს იმსახურებს!
ამავე თემაზე:
- 10 მტკიცებულება, რომ ენდრიუ გარფილდი ჩვენს უპირობო სიყვარულს იმსახურებს
- ენდრიუ გარფილდი Spider-Man: No Way Home-ში მონაწილეობას ემა სტოუნსაც უმალავდა
- ენდრიუ გარფილდმა მხოლოდ 3 ადამიანს უთხრა, რომ სპაიდერმენის ახალ ფილმში თამაშობდა
- 8 მტკიცებულება, რომ ენდრიუ გარფილდის სპაიდერმენი მე-3 ფილმს იმსახურებს
- Spider-Man: No Way Home-ში ცნობილი მიმის გაცოცხლება ენდრიუ გარფილდის იდეა იყო
- ტესტი: რომელი სპაიდერმენი ხარ?
16. ზენდეია ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი გახდა, რომელმაც ემი ორჯერ მიიღო
ეიფორიაში რუს როლის შესრულებამ მთელი მსოფლიო დაარწმუნა, რომ ზენდეია ძალიან ნიჭიერი მსახიობია და ეს ჯილდოებზეც აისახა — ზენდეია ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია, რომელმაც ემი ორჯერ მიიღო. ის პირველი შავკანიანი ქალიცაა, რომელმაც მთავარი როლის შესრულებისთვის ემი ორჯერ მოიპოვა.
ზენდეია ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია, რომელმაც ემი ორჯერ მოიპოვა
17. ამ ბავშვმა სიმინდის შესახებ ილაპარაკა და ტიკტოკი დაიპყრო
"ეს ხომ სიმინდია! არ არის აუცილებელი, რომ ყველას მოსწონდეს, თუმცა უნდა გასინჯონ"!
პატარა ბიჭმა, რომელსაც სიმინდი თავდავიწყებით უყვარს, ინტერნეტი დაიპყრო
18. ჰეილი ბიბერმა და სელენა გომესმა საერთო ფოტო გადაიღეს
აი, ამას კი წელს არავინ ველოდით!
სელენა გომესმა და ჰეილი ბიბერმა პირველი ერთობლივი ფოტო გადაიღეს
19. ჯენა ორტეგასთან ერთად ვიცეკვეთ
წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი Wednesday, რომელშიც მთავარ როლს ჯენა ორტეგა ასრულებს, ყველამ დიდი სიამოვნებით ავიტაცეთ. განსაკუთრებით კი უენსდეის ცეკვამ მოგვხიბლა, რომლის გამეორებაც ყველამ ვცადეთ.
უენსდეის ცნობილი ცეკვა თავად ჯენა ორტეგას დაუდგამს სულ რაღაც 2 დღეში
20. ავატარის ახალი ფილმი გამოვიდა
13-წლიანი პაუზის შემდეგ რეჟისორი ჯეიმს კამერონი ავატარის ახალი ფილმით — Avatar: The Way of Water დაბრუნდა და თვალისმომჭრელი სანახაობითაც გაგვანებივრა.
21. კანიე ვესტის დრამამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა
ამ თემის შესახებ მოკლედ დაწერა შეუძლებელია. საიდან დავიწყოთ? ანტისემიტური კომენტარების გამო სოციალური ქსელების დაბლოკვა, ადიდასთან და ბალენსიაგასთან ურთიერთობის გაწყვეტა, $2 მილიარდის დაკარგვა და მილიარდერების სიის დატოვება — კანიე ვესტს ნამდვილად დასამახსოვრებელი წელი ჰქონდა.
კანიე ვესტის კარიერის დასასრული? — რა ხდება რეპერის თავს
22. ბალენსიაგა ბავშვთა სექსუალიზებაში დაადანაშაულეს
2022 წლის მიწურულს მოდის სამყარო ბალენსიაგას ახალ კამპანიაზე ალაპარაკდა. ფოტოებში ბავშვებს დათუნიას ფორმის ჩანთები ეჭირათ, თუმცა დათუნიებს ბადის მაისურები და ტყავის აქსესუარები ეკეთათ, რაც ბევრისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება. ბავშვთა სექსუალიზების ბრალდების შემდეგ მოდის სახლმა და მისმა შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, დემნამ, ბოდიში რამდენჯერმე მოიხადეს.
ამავე თემაზე:
- Balenciaga-ს ახალი კამპანიის გამო ბავშვების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
- კიმ კარდაშიანი Balenciaga-ს ახალი კამპანიის მიმართ ზიზღსა და ბრაზს გრძნობს
- Balenciaga ახალ კამპანიაში ბავშვების მონაწილეობისთვის ბოდიშს კიდევ ერთხელ იხდის
- საკუთარ პასუხისმგებლობას ვიაზრებ — დემნა ბალენსიაგას კამპანიის გამო ბოდიშს იხდის
კიდევ რას დაამატებდი ამ სიას?
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
-
გადახედვაჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა მაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა
-
გადახედვა"ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ "ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ
-
გადახედვაქუთაისში მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო
-
გადახედვაანა ნაცვლიშვილი: კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია ანა ნაცვლიშვილი: კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია
-
გადახედვა"მეგრელებს წიწაკის სპრეით ვერ შეგვაშინებთ" — თსუ-ის პირველი კორპუსიდან მეგრელების მარში მიმდინარეობს "მეგრელებს წიწაკის სპრეით ვერ შეგვაშინებთ" — თსუ-ის პირველი კორპუსიდან მეგრელების მარში მიმდინარეობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ხვალ პროევროპულ აქციას შეუერთდება სალომე ზურაბიშვილი ხვალ პროევროპულ აქციას შეუერთდება
-
გადახედვაევროპის მოედნიდან აჭარლების მარში იწყება ევროპის მოედნიდან აჭარლების მარში იწყება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და არასამთავრობოებს ხვდება სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და არასამთავრობოებს ხვდება
-
გადახედვაკასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს კასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს
-
გადახედვაThe Guardian: ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავიდა The Guardian: ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავიდა
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა – ეჭვმიტანილი დაკავებულია მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა – ეჭვმიტანილი დაკავებულია
-
გადახედვასადამკვირვებლო ორგანიზაციები: ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს სადამკვირვებლო ორგანიზაციები: ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს
-
გადახედვაგანათლების და მეცნიერების სამინისტრო: ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეს EQAR-ს გამოსწორებულია განათლების და მეცნიერების სამინისტრო: ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეს EQAR-ს გამოსწორებულია
-
გადახედვაესპენ ბარტ ეიდე: როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა ესპენ ბარტ ეიდე: როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა
-
გადახედვალონდა თოლორაია: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად ლონდა თოლორაია: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად
კომენტარები