"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს! გამაგდეს ისე, რომ იმის ღირსადაც არ ჩამთვალეს, მიზეზი ეთქვათ!" — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებლის, ზურაბ ოშხნელის განცხადებით, ის კოლეჯის დირექტორის პოზიციიდან გაათავისუფლეს.
70 წლის ზურაბ ოშხნელმა 1989 წელს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი შექმნა და, მისი თქმით, განათლების სამინისტროს 22 მინისტრთან ითანამშრომლა.
"ჯამში, ვიმუშავე განათლების 22 მინისტრთან. იყო კომუნიკაცია, იყო აზრთა სხვადასხვაობაც, იყო გაუგებრობებიც, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ვაკეთებდი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საქმეს და არაფერს პირადულს! იგივე შეიძლება ითქვას ქართული ოცნების დანიშნულ განათლების რამდენიმე მინისტრზეც," — წერს ყოფილი დირექტორი.
ოშხნელი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ხსნის, რომ მისი შემცვლელი, ლევან ალიმბარაშვილი "შვიდი თვის ძებნის შემდეგ" იპოვეს. მისი განმარტებით, დირექტორის პოზიციაზე კონკურსი მანამდე ორჯერ ჩატარდა და ორივეჯერ ჩავარდა, რადგან "პირველი ორი მცდელობისას მოტყუებით მიყვანილმა კანდიდატებმა რეალობის გაგებისას უარი განაცხადეს პოზიციის დაკავებაზე".
ოშხნელი განცხადებაში წერს, რომ მას განათლების სამინისტროსგან აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ახსნა-განმარტება არ მიუღია და დასძენს, რომ "დავალება "ზემოდან" მოვიდა".
"გამაგდეს ე.წ. საკონკურსო შერჩევის ფორმით, მესამე მცდელობისას. პირველი ორი მათთვის უშედეგოდ დასრულდა, რადგან მოტყუებით მიყვანილმა კანდიდატებმა რეალობის გაგებისას უარი განაცხადეს ჩემი ადგილის დაკავებაზე. ვაფასებ მათ ღირსეულ გადაწყვეტილებას!
მესამე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა — შვიდი თვის ძებნის შემდეგ, რის ვაი-ვაგლახით მონახეს კოლეჯის დირექტორის სკამის (ჩემი "გათლილი" სკამის) დაკავების მსურველი! შესაბამისად, საკონკურსო კომისიას მხოლოდ მისი "გაპრავების" ვალდებულებაღა დაუტოვეს!
მე არ ვიცი, ამ გადაწყვეტილებით ვისი დაკვეთა შესრულდა! მკითხაობას ვერ დავიწყებ, თუმცა ზოგიერთი მოვლენითა და ამ საქმეში მეტ-ნაკლებად გარეული ადამიანების გამონათქვამებით თუ ვიმსჯელებ, დავალება "ზემოდან" მოვიდა!
მე არასდროს მიმუშავია "ზემოთ" და არც რომელიმე პარტიის წევრი ვყოფილვარ," — წერს ოშხნელი.
ოშხნელი განცხადებაში ასევე განმარტავს, რომ არ აპირებდა დირექტორის პოზიციის "სამუდამოდ" დაკავებას და მიმდინარე წლის თებერვალში განათლების სამინისტროსთან მისი შემცვლელი კანდიდატის არჩევაზე მოლაპარაკება დაიწყო.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩემი იდეითა და ინიციატივითაა შექმნილი კოლეჯი, მინდა აქაც განვმარტო, რომ არ ვაპირებდი სამუდამოდ დირექტორობას. ჯერ კიდევ თებერვალში, გასაუბრებაზე, მე ჩემს ერთ-ერთ პრიორიტეტად დავაყენე ჩემი შემცვლელი ახალგაზრდა და განათლებული კანდიდატის სამინისტროსთან ერთობლივად შერჩევის საკითხი! როგორც ჩანს, კოლეჯიდან ჩემი წასვლის ამ ვარიანტმა მხარდაჭერა არ მოიპოვა!
ყველას გასაგონად ვამბობ — კოლეჯი დიდი ხანია, რაც აღარაა ჩემი კუთვნილება! ის ეკუთვნის სრულიად საქართველოს ყველა ახალგაზრდას, მის ყველა კურსდამთავრებულს და მასწავლებელს; ამდენად, ყველაფერზე, რაც წინამდებარე "გენიალური" გადაწყვეტილების გამო კოლეჯში მოხდება, პასუხს კოლეჯის დასამარების აქტზე ხელმომწერები აგებენ!
დღეს არაფერს ვიტყვი პირზე, რომლის სურვილი, როგორც ვხვდები, მის უნარებს ბევრად აღემატება და ამის სადემონსტრაციოდ მხოლოდ ერთ ლეგალურად მოპოვებულ დოკუმენტს გამოვაქვეყნებ," — წერს ოშხნელი.
ვინ არის ლევან ალიმბარაშვილი?
კოლეჯის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ალიმბარაშვილს მედიასფეროში 25-წლიანი გამოცდილება აქვს. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ალიმბარაშვილი წლების განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა ოპერატორად.
"დღეს შედგა პირველი გაცნობითი შეხვედრა, სადაც დირექტორმა გუნდს კოლეჯის განვითარების სტრატეგიული ხედვა გაუზიარა.
მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის მთავარ პრიორიტეტად რჩება სტუდენტებისთვის თანამედროვე, მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა," — წერს კოლეჯი განცხადებაში.
ოშხნელმა სოციალურ ქსელში ასევე გამოაქვეყნა ხელნაწერი დოკუმენტი. მისი განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი ალიმბარაშვილის მიერ განათლების მინისტრ გივი მიქანაძის სახელზე დაწერილი განცხადებაა, სადაც ოშხნელმა სამ ორთოგრაფიულ შეცდომას გაუსვა ხაზი.
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
-
რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე? რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე?
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს
გადახედვა
-
Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება
გადახედვა
კომენტარები