როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია სამუშაო გარემოს ცვლის. ის, რაც სულ რამდენიმე წლის წინ ექსპერიმენტულ ინსტრუმენტებად მიიჩნეოდა, დღეს კომპანიებს ყოველდღიური ამოცანების შესრულებაში, გადაწყვეტილებების მიღებასა და მომხმარებლებთან ურთიერთობაში ეხმარება.
ამ ფონზე, აქტუალური ხდება კითხვა, თუ როგორ შეიცვლება დასაქმებული ადამიანების ყოველდღიურობა და რა შესაძლებლობებს შექმნის ტექნოლოგიური პროგრესი მათი პროფესიული განვითარებისთვის.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) Future of Jobs Report 2025-ის მიხედვით, 2030 წლამდე გლობალურად 170 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა და 92 მილიონი არსებული სამუშაო ადგილის ჩანაცვლებაა მოსალოდნელი. შედეგად, დასაქმების წმინდა ზრდამ შესაძლოა 78 მილიონი შეადგინოს. ამასთან, სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარების დაახლოებით 39% შეიცვლება ან მოძველდება.
ეს პროგნოზები მიუთითებს, რომ შრომის ბაზარი მნიშვნელოვანი გარდაქმნის პროცესშია. თუმცა, სამუშაო ადგილების რაოდენობის ცვლილება მხოლოდ ერთი ნაწილია იმ პროცესისა, რომელიც უკვე მიმდინარეობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ იცვლება არსებული პროფესიების შინაარსი და რა როლი ექნება ადამიანს ტექნოლოგიებთან თანამშრომლობის პირობებში.
შრომის ბაზრის ახალი რეალობა
ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესაფასებლად მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განვასხვაოთ პროფესია და კონკრეტული სამუშაო ამოცანები. ერთი პროფესია, როგორც წესი, მრავალი განსხვავებული ფუნქციისგან შედგება და მათი მხოლოდ ნაწილის ავტომატიზაციაა შესაძლებელი. შესაბამისად, კონკრეტული ამოცანის ტექნოლოგიით შესრულების შესაძლებლობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მთლიანად პროფესია გაქრება.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) და პოლონეთის კვლევითი ინსტიტუტის, NASK-ის, 2025 წლის კვლევის თანახმად, მსოფლიოში ყოველი მეოთხე დასაქმებული ისეთ პროფესიაში მუშაობს, რომლის გარკვეულ ამოცანებზეც გენერაციულმა ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს. კვლევის მთავარი დასკვნაა, რომ გენერაციული AI-ის გავლენა, უმეტეს შემთხვევაში, სამუშაოების გარდაქმნაში და არა მათ სრულ ჩანაცვლებაში გამოიხატება.
ყველაზე მეტად ცვლილებები მოსალოდნელია ისეთ საქმიანობაში, სადაც სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი ინფორმაციის დამუშავებას, დოკუმენტების მომზადებასა და განმეორებადი ციფრული ამოცანების შესრულებას უკავშირდება. მაგალითად, ადმინისტრაციული და საოფისე საქმიანობა, მომხმარებელთა მომსახურება, მონაცემთა დამუშავება და გარკვეული ანალიტიკური ფუნქციები უკვე განიცდის ცვლილებებს.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანური ჩართულობა ამ სფეროებში ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება. პირიქით, ინფორმაციის გაანალიზება, კონტექსტის გათვალისწინება, რთული გადაწყვეტილებების მიღება და მომხმარებელთან ეფექტიანი კომუნიკაცია კვლავ ადამიანის მნიშვნელოვან ფუნქციებად რჩება.
როგორ იყენებენ AI-ს საერთაშორისო კომპანიები
გლობალური კომპანიების გამოცდილება აჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა მხოლოდ ტექნოლოგიურ განახლებას არ გულისხმობს. ამ თვალსაზრისით, Amazon-ისა და Klarna-ს მაგალითები განსაკუთრებით საინტერესოა.
Amazon — ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ერთად თანამშრომელთა განვითარება
Amazon-ის საქმიანობაში ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპანიისთვის ტექნოლოგიური განვითარება მხოლოდ ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებას არ უკავშირდება — ის თანამშრომლების გადამზადებისა და ახალი უნარების განვითარების საჭიროებასაც აჩენს.
2025 წელს Amazon-მა Future Ready 2030 ინიციატივა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც 2030 წლამდე 2.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმავს, რათა 50 მილიონ ადამიანს მომავალი სამუშაოსთვის საჭირო უნარების განვითარებაში დაეხმაროს. პროგრამა როგორც კომპანიის თანამშრომლებს, ისე სტუდენტებსა და სამუშაოს მაძიებლებს ფარავს.
ინიციატივის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ, ტექნოლოგიური ცვლილებების პარალელურად, კომპანიისთვის ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება პრიორიტეტულია.
Amazon-ის მაგალითი ასევე აჩვენებს, რომ პროფესიული განვითარება მხოლოდ ახალი პროფესიის დაუფლებას არ გულისხმობს. თანამშრომელს შეუძლია, არსებული გამოცდილება ახალ ტექნოლოგიურ გარემოს მოარგოს, გაიუმჯობესოს სამუშაოს შესრულების მეთოდები და ახალი ფუნქციებისთვის საჭირო კომპეტენციები განავითაროს.
ამგვარად, ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი თავად ცვლილების მართვაა: როგორ უნდა მიიღონ თანამშრომლებმა ახალი ინსტრუმენტები, როგორ უნდა განვითარდნენ და როგორ უნდა შეინარჩუნონ პროფესიული აქტუალობა.
Klarna — AI-ის ეფექტიანობა და ადამიანური უნარების მნიშვნელობა
თუ Amazon-ის მაგალითი თანამშრომელთა განვითარებასა და გადამზადებაზე ამახვილებს ყურადღებას, შვედური ფინტექ კომპანია Klarna-ს გამოცდილება აჩვენებს, როგორ შეიძლება AI-მ უშუალოდ შეცვალოს ყოველდღიური სამუშაო პროცესები.
Klarna-მ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტი 2024 წლის თებერვალში, OpenAI-სთან პარტნიორობით, დანერგა. კომპანიის 2025 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ასისტენტი მომხმარებელთა მომსახურების ჩატების 80%-ს ამუშავებდა. ამავე ანგარიშის თანახმად, კომპანიას მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებლის შემცირება არ დაუფიქსირებია. ეს მონაცემები კომპანიის შიდა სტატისტიკასა და მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევებს ეფუძნება.
ასისტენტი მომხმარებლებს სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში ეხმარება, მათ შორის, თანხის დაბრუნებისა და შეკვეთების დაბრუნების პროცესებში. შედეგად, მომხმარებელთა მომსახურების გარკვეული ამოცანები ავტომატიზებულია, ხოლო თანამშრომლებისთვის იცვლება საკითხები, რომლებზეც მათ უშუალოდ უწევთ მუშაობა.
Klarna-ს გამოცდილება ასევე საინტერესოა იმით, რომ კომპანია AI-ს მხოლოდ მომხმარებელთა მომსახურებაში არ იყენებს. მისი წლიური ანგარიშის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები პროგრამული კოდის შექმნასა და გადახედვაში, იურიდიული დოკუმენტების დამუშავებასა და თანამშრომლებისთვის შიდა ინფორმაციის მოძიებაშიც გამოიყენება. 2025 წლის ივნისისთვის კომპანიის ინჟინრებისა და მონაცემთა მეცნიერების სპეციალისტების 80% სამუშაო პროგრამებში AI ასისტენტს იყენებდა.
ამასთან, მომხმარებელთა მომსახურებაში AI-ის ფართო გამოყენება არ ნიშნავს, რომ ყველა საკითხის ტექნოლოგიით გადაჭრა შესაძლებელია. რთული, ინდივიდუალური ან განსაკუთრებულად საყურადღებო შემთხვევების დროს ადამიანური ჩართულობა კვლავ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, კომპანიისთვის ამოცანა მხოლოდ ავტომატიზაციის მასშტაბის გაზრდა კი არა, ტექნოლოგიურ და ადამიანურ მომსახურებას შორის შესაბამისი ბალანსის შენარჩუნებაცაა.
Microsoft — AI, როგორც თანამშრომლის პროდუქტიულობის ინსტრუმენტი
ხელოვნური ინტელექტის კონტექსტში კიდევ ერთი მიმართულება თანამშრომლების ყოველდღიური პროდუქტიულობის ზრდაა. Microsoft-ის 2024 წლის კვლევა, რომელიც სამუშაო გარემოში გენერაციული AI-ის გამოყენებასა და მის შედეგებს იკვლევს, აჩვენებს, რომ ტექნოლოგიას შეუძლია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს ყოველდღიური ამოცანების შესრულებაში დაეხმაროს.
ნაშრომი აერთიანებს ათზე მეტ კვლევას, მათ შორის ორგანიზაციებში ჩატარებულ ექსპერიმენტებს. მისი შედეგების მიხედვით, პროდუქტიულობის ზრდა მხოლოდ ინსტრუმენტის ხელმისაწვდომობაზე არ არის დამოკიდებული — მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად არის ის ინტეგრირებული სამუშაო პროცესებში.
მაგალითად, მარკეტინგის სპეციალისტს შეუძლია, AI გამოიყენოს კვლევისთვის, იდეების გენერირებისა და ტექსტების მოსამზადებლად. ფინანსურ სფეროში ის შეიძლება მონაცემების ორგანიზებასა და ანგარიშების მომზადებაში დაეხმაროს თანამშრომელს, ხოლო ადამიანური რესურსების მართვაში — ვაკანსიის აღწერილობის შექმნასა და დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავებაში.
ასეთ შემთხვევებში ტექნოლოგია სპეციალისტის პროფესიულ ცოდნას არ ანაცვლებს. ის ამცირებს გარკვეული ამოცანების შესასრულებლად საჭირო დროს, ხოლო საბოლოო შედეგის შეფასება, ინფორმაციის გადამოწმება და გადაწყვეტილების მიღება კვლავ ადამიანის პასუხისმგებლობაა.
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
კომენტარები