შალვა პაპუაშვილი

14 Dec. 2022, 12:31

2012 წლიდან მოყოლებული, ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსების ჯგუფი, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი, დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში დააბრუნონ მიხეილ სააკაშვილი. აი, ეს არის, მთელი წლების განმავლობაში ამას ვუყურებთ. მიზეზი, საბაბი შეძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ არსი არის ყოველთვის არის ერთი. სინამდვილეში, ეს არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც არა საქართველოს მეგობარი, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია. მათი მიზანია ბიძინა ივანიშვილის დასჯა, ვინაიდან მან ჩამოაცილა ხალხთან ერთად მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაა მათი მიზანი ხელისუფლებაში. ამას ხედავს ხალხი, ამიტომაცაა, რომ რეაქცია ასეთი ხალხის განცხადებაზე არ არის.

გუშინდელ დებატებს რაც შეეხება, გუშინ ვიხილეთ ევროპარლამენტი, დებატები, რომელიც თავის არსში დაცლილი იყო ევროპისგან. დაცლილი იყო ევროპისგან, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა. ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო პროპაგანდა, თითქოს საქართველოში ხელისუფლებაა მიტაცებული და ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ პირდაპირი შეტევა განხორციელებულიყო დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე. 

ასე უპასუხა დეპუტატმა ჟურნალისტების კითხვას ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების შესახებ, რომლის დროსაც ევროპარლამენტარებმა არაერთი კრიტიკული შეფასება გააჟღერეს მმართველი გუნდის მიმართ. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიზნით გათავისუფლებისკენ და ქვეყანაში ოლიგარქიისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემებზე ისაუბრეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"Facebook-პოსტთან დაკავშირებით პირველი საქმე განვიხილე" — მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას თქმით, Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებულ საქმეზე…