ირაკლი ღარიბაშვილი

7 Dec. 2022, 17:40

რაც შეეხება ომში ჩართვის თემას, ძალიან ბევრი რამ ითქმის, საჯაროდ ბევრი რაღაც არ ითქმის. მაგრამ ერთს გეტყვით მთავარს და შევახსენებ ყველას, რომ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის, უშიშროების საბჭოს მდივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები დაიხოცონ, არამედ ქართველებიც, ეს ომი და ფრონტი უნდა გადავიდეს საქართველოშიცო. 

ამის გარდა, ძალიან ბევრი ანალოგიური შინაარსის განცხადება მოვისმინეთ და კიდევ მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც სამწუხაროდ, საუბედუროდ, არ ითქმის საჯაროდ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში არის მმართველი პარტია ქართული ოცნება და ჩვენ ყველანი, ხელისუფლება, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი, უზენაესი არის ჩვენი ხალხის, ქვეყნის, საქართველოს ინტერესები. კიდევ მინდა გავიმეორო, ყველა ქვეყანას, ყველა ხალხს ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  2. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  3. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  4. მთავრობის პროპაგანდისტი: ჩემი ადგილი ევროპაშია, მაგრამ ევროპა ჩემთვის ევროკავშირი არ არის
  5. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო

რა ხდება: 425 მომხრე - 25 წინააღმდეგი, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის…