ირაკლი ღარიბაშვილი

5 Dec. 2022, 14:50

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ამ პოპულისტ ფარისევლებს, რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ან უნახავს ვინმეს ომში გარდაცვლილი. ბევრს რომ ლაპარაკობენ, ფეისბუქში რომ არიან აქტიურები და გარკვეული, ვითომ ძალიან დიდი ვაჟკაცური, გაბედული პოსტებით რომ გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ. არა კიევში, სელფებს რომ იღებდნენ, წინა პლანზე წავიდნენ, ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ, თუ ასე ძალიან უნდათ მაინც და მაინც უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღება. 

ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებს მე-3 დღეს, საზოგადოების კრიტიკის შემდეგ მთავრობის სხდომიდან მიუსამძიმრა და მთავრობის ქმედებები აქო. იმაზე ილაპარაკა, რომ გადმოსვენების ხარჯებს მთავრობა ფარავს და აქამდე დაღუპულები სამხედრო პატივით დაკრძალეს. მან ისევ გააკრიტიკა ოპოზიცია, ფარისევლობაში დასდო ბრალი და ისევ მეორე ფრონტის გახსნის ბრალდებები გააჟღერა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული

ქართული ოცნების დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ…