ირაკლი ღარიბაშვილი

7 Dec. 2022, 17:53

რაღა მეშველება, ადამ კინზინგერი თუ მაკრიტიკებს, გასაგებია. თქვენ [ჟურნალისტი] პოლემიკაში ნუ შემოდიხართ, კითხვა დამისვკით და დაელოდეთ პასუხს. მე მინდა საზოგადოებას განვუმარტო და ყველას, ვინც ისმენდა ამ არასწორ ინტერპრეტაციებს ბოლო 2 დღე ჩემი ნათქვამისას. 

მე მგონი, ყველამ ძალიან კარგად გაიგო და მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო ჩემი ნათქვამი. პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ეს არის ტრაგედია, დიდი დანაკლისი და ჩვენ ყველანი განვიცდით. მე ვთქვი, რომ სახელმწიფო რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანების ღირსეულად გადმოსასვენებლად და ყველა ეს ადამიანი სამხედრო პატივით მიებარა მიწას. 

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. გუშინ, 6 დეკემბერს ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა ღარიბაშვილი გააკრიტიკა განცხადების გამო, სადაც პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ "ომის პარტიას წარმომადგენლებს ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში მიჰყავთ". კონგრესმენის თქმით, არცერთი ქართველი მებრძოლი "მოტყუებული" არ არის და ისინი გმირები არიან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში, ინოვაციური სიახლეები მუდმივად ინერგება. სწორედ ამ მიზანს…