გია ბუღაძის თქმით, თსუ-ში ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს — რას ამბობენ უნივერსიტეტში
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
გია ბუღაძემ ამის შესახებ On.ge-ს განუცხადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი გვითხრეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ხელშეკრულებას ხელი თავად ლექტორმა არ მოაწერა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბუღაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 16 წელია ასწავლის.
- "სამი თქვე თითქმის, ვიმუშავე და მივხვდი, რომ აღარ დებენ ხელშეკრულებას. იმასაც მივხვდი, რომ ახალი ხელმძღვანელობა ჰყავთ, რომელიც უფრო გამოკვეთილად "ქოცია" და მივხვდი, რომ ჩემი გაგდება უნდათ. კი ბატონო, რაზეა ლაპარაკი, როდის იყო, რამეზე მიჭიდავია", — გვითხრა ბუღაძემ.
- აცხადებს, რომ ბავშვები შეწუხდნენ, თუმცა თვითონ ვერაფერს მოიმოქმედებდა: "კიდევ ერთი ნიშანია, რა დღეშია საწყალი უნივერსიტეტი, კიდევ ერთხელ ვიგრძენი".
დეტალები: როგორც On.ge-ს თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ დოლბაიამ უთხრა ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ბუღაძეს საათობრივად 60 ლარი შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა და ხელი არ მოაწერა.
- დოლბაიას განცხადებით, ხელშეკრულება ყოველ სემესტრში თავიდან იდება და როდესაც ახალი სემესტრი დაიწყო, გია ბუღაძე მხოლოდ ნოემბერში მივიდა ხელშეკრულების გასაფორმებლად, სადაც ახალი პირობები გააცნეს.
- "ეს თანხა არის ფაკულტეტზე მოწვეულებს სულ რამდენიმეს აქვს. ჩვენს პირობებში კარგი ტარიფია. საერთოდ მოწვეულებს 25-30, ნუ რაღაც შემთხვევებში 35 აქვთ. მაგრამ მანამდე სხვა სისტემა იყო და მოჭრილი თანხა ეძლეოდა და განსხვავება გამოდის 120 ლარი";
- დოლბაიას თქმით, ერთი თვეა დარჩენილი სასწავლო წლის ბოლომდე და თავად აღარ ისურვა გაგრძელება — "სტუდენტებისთვის პრობლემა რომ არ შექმნილიყო, ეს 5 კრედიტი ჰაერში არ გამოკიდებულიყო სხვა წაიკითხავს ამ საათებს, სემინარის ლექტორი";
- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ამბობს, რომ უნივერსიტეტს ბუღაძე არ გაუშვია — "პატივს რომ არ ვცემდეთ ბატონ გიას, მის შემოქმედებას, მის პიროვნებას 60 ლარს არ შევთავაზებდით".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები