Hyundai-სა და FIFA World Cup 2022-ის პარტნიორობა საუკუნის გოლის გასატანად
ფოტო: Hyundai
საიმედო პარტნიორობა 1999 წლიდან
FIFA-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას Hyundai-მ ხელი 1999 წელს მოაწერა. 2002 წელს კომპანია მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის, მომდევნო წლებში კი ქალთა, ქვიშისა და ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატების პარტნიორი გახდა. მას შემდეგ ეს თანამშრომლობა სტაბილურად გრძელდება: Hyundai კვლავაც FIFA-ს ყველაზე მნიშვნელოვანი, ოფიციალური საავტომობილო პარტნიორია და საფეხბურთო კლუბებთან, მოთამაშეებსა და ასოციაციებთან ერთად, პლანეტის ყველაზე პოპულარული თამაშით გამოწვეულ ემოციებს ფეხბურთის ფანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უზიარებს.
მდგრადი განვითარება
Hyundai და FIFA 2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე კვლავაც ერთგულ პარტნიორებად რჩებიან. ამჯერად ამ პარტნიორობის მთავარი მიზანი მდგრადი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაა.
ფოტო: Hyundai
Hyundai-სთვის მდგრადი განვითარება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მწვანე მომავლის შექმნა. კომპანიისთვის ის ჩვენი პლანეტის მომავალზე ზრუნვას ნიშნავს და ისეთი ეკოსისტემებისა და ტექნოლოგიების შექმნას გულისხმობს, რომლებიც მართლაც გაუძლებს დროს, განავითარებს და ხელს შეუწყობს კომპანიის ხედვის პროგრესი კაცობრიობისთვის რეალობად ქცევას.
დასახული მიზნის მიღწევა ერთ დღეში და ერთი ადამიანის მიერ შეუძლებელია, ამიტომ ახლა, როგორც არასდროს, ერთიანობაა მნიშვნელოვანი.
რა შეიძლება აერთიანებდეს დედამიწის მოსახლეობას იმაზე მეტად, ვიდრე ფეხბურთის სიყვარულია? სწორედ ამიტომ, Hyundai-მ გადაწყვიტა, ჩვენი პლანეტის კეთილდღეობისთვის ფეხბურთის სიყვარულიც გამოეყენებინა და ახალი კამპანია — საუკუნის მიზანი წარადგინა.
კამპანიის ფარგლებში, Hyundai-მ ღონისძიების სტუმრების ტრანსპორტირებისთვის ეკოავტომიბლები გამოყო, შეკრიბა საუკუნის გუნდი და შექმნა ვიდეორგოლები, რომლებიც ეხმარება მის წევრებს, კამპანიის მთავარი გზავნილებით ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინონ.
კამპანიას საუკუნის მიზანი მთავარი "პერსონაჟიც" ჰყავს: Hyundai-ს ელექტრომობილი IONIQ5, რომელიც ამჟამად ბრენდის არსსა და მიზანს საუკეთესოდ გამოხატავს.
Hyundai-ს ფილმში, რომელშიც ფეხბურთის ბრიტანელი ლეგენდა სტივენ ჯერარდი მონაწილეობს, მაყურებელი სხვადასხვა მატჩში გატანილ მნიშვნელოვან გოლებს ადევნებს თვალს. ფეხბურთში გოლი არის ის მიზანი, რომლის მიღწევასაც ადამიანები ერთად აღნიშნავენ და ზეიმობენ. მის გატანას მართლაც ჯადოსნური წუთები მოსდევს. მხოლოდ სიტყვა „გოლის“ ხსენებაც კი საკმარისია იმ ყველა ემოციის ერთდროულად გასახსენებლად, რომლებსაც ეს ამაღელვებელი მომენტი იწვევს. როდესაც გოლი გადის, სიხარული, სტადიონზე თუ მის მიღმა, მილიონობით ადამიანს აერთიანებს.
რომელია ყველაზე შთამბეჭდავი გოლი მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში?
ხამეს როდრიგესის 2014 წელს გატანილი ლეგენდარული გოლი, თუ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარიო გეცეს შეუდარებელი დარტყმა არგენტინის ნაკრების კარის მიმართულებით? ან იქნებ 1986 წელს, დიეგო მარადონას მიერ ინგლისის წინააღმდეგ გატანილი დაუვიწყარი გოლი სტადიონ აცტეკაზე“? ყველა მათგანი, მართლაც, შთამბეჭდავია და ფეხბურთის ისტორიაში თითოეულს საკუთარი საპატიო ადგილი აქვს, თუმცა ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გოლი გვაქვს გასატანი.
სიტყვები "გოლი" და "მიზანი" სემანტიკური მნიშვნელობით (ინგლისურ ენაზე) ხაზს უსვამს Hyundai-ს სწრაფვას, მსოფლიო მდგრადი განვითარების მიზნის ირგვლივ გააერთიანოს. მისი შესრულება მარტო არავის შეუძლია, საუკუნის მიზნის მისაღწევად, საჭიროა, ყველა ერთ გუნდად შევიკრათ.
ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს: Goal of the Century
საუკუნის გუნდი
Hyundai-მ ფეხბურთის, ხელოვნების, მუსიკის, გართობისა და კლიმატის აქტივიზმის სფეროებიდან საკუთარი საქმის სიყვარულით გამორჩეული ადამიანები შეკრიბა და ისინი საუკუნის გუნდში გააერთიანა.
ფოტო: Hyundai
საუკუნის გუნდის კაპიტანს, ფეხბურთის ბრიტანელ ლეგენდას, სტივენ ჯერარდს სხვებიც შეუერთდნენ:
- ჯგუფ BTS-ის წევრები — მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შემსრულებლები, რომლებიც სოციალურ კამპანიებში მუდმივად მონაწილეობენ და მთელ მსოფლიოს საკუთარი მუსიკის ირგვლივ აერთიანებენ;
- SPOT — Hyundai-ს მაღალტექნოლოგიური რობოტი, რომელიც შემართებასა და ინოვაციას აერთიანებს;
- ლორენზო ქუინი — თანამედროვე ხელოვანი, რომელიც შთამბეჭდავი სკულპტურებითაა ცნობილი;
- ჯერემი სკოტი — მოსკინოს დიზაინერი და კრეატიული დირექტორი, რომელიც საზოგადოებას მომავლის მოდასთან დაკავშირებით საკუთარ შეხედულებებს უზიარებს;
- ნიკი ვუ — არაერთი ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფი, რომელიც მდგრად განვითარებას უწევს პოპულარიზაციას და საკუთარი ნამუშევრებით სოციალურ უთანასწორობას უსვამს ხაზს;
- ნადია ნადიმი- ავღანეთიდან დევნილი და ერთ-ერთ ყველაზე მეტი ტიტულის მქონე ფეხბურთელი ქალი, რომელიც დანიის ნაკრებში თამაშობს.
მსოფლიო ჩემპიონატი უკვე დაიწყო. მისი კულმინაცია - ფინალური მატჩი 18 დეკემბერს გაიმართება. ასე რომ, წინ შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ემოციები გველოდება.
-
"შვიდი სამეფოს რაინდი" — სამეფო კარის თამაშები, ოღონდ უფრო სახალისო "შვიდი სამეფოს რაინდი" — სამეფო კარის თამაშები, ოღონდ უფრო სახალისო
გადახედვა
-
რატომ დგება ქალაქში სიჩუმე, როცა თოვს რატომ დგება ქალაქში სიჩუმე, როცა თოვს
გადახედვა
-
კვლევა: დიდი ალბათობით, ჰომო ერექტუსებს ლაპარაკი უნდა შესძლებოდათ კვლევა: დიდი ალბათობით, ჰომო ერექტუსებს ლაპარაკი უნდა შესძლებოდათ
გადახედვა
-
ქვიზი: აირჩიე ფერი და Stranger Things-ის პერსონაჟთან დაგაწყვილებთ ქვიზი: აირჩიე ფერი და Stranger Things-ის პერსონაჟთან დაგაწყვილებთ
-
ახალი რუკა გვიჩვენებს, რა იმალება ანტარქტიდის ყინულების ქვეშ ახალი რუკა გვიჩვენებს, რა იმალება ანტარქტიდის ყინულების ქვეშ
გადახედვა
-
შექმნეს ტექნოლოგია, რომელმაც შეიძლება 100 000-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერები მოგვცეს შექმნეს ტექნოლოგია, რომელმაც შეიძლება 100 000-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერები მოგვცეს
გადახედვა
-
აზერბაიჯანული SOCAR გაზის მიწოდებას ავსტრიასა და გერმანიაში დაიწყებს აზერბაიჯანული SOCAR გაზის მიწოდებას ავსტრიასა და გერმანიაში დაიწყებს
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი 20 იანვრამდე? რა ეღირება ლარი 20 იანვრამდე?
გადახედვა
-
ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა სრულად შეწყვიტა ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა სრულად შეწყვიტა
გადახედვა
-
შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც შაქრის ჯანსაღი შემცვლელი მიიღება შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც შაქრის ჯანსაღი შემცვლელი მიიღება
გადახედვა
-
საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანება "ერთმნიშვნელოვნად" სურს ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანება "ერთმნიშვნელოვნად" სურს
გადახედვა
-
გია ვოლსკი: ყაველაშვილი იღებს საბოლოო [შეწყალების] გადაწყვეტილებას, საკმაოდ პრინციპული ადამიანია, მაგრამ კონსულტაციები ექნება გია ვოლსკი: ყაველაშვილი იღებს საბოლოო [შეწყალების] გადაწყვეტილებას, საკმაოდ პრინციპული ადამიანია, მაგრამ კონსულტაციები ექნება
გადახედვა
-
კლუნების ფონდი TrialWatch მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს კლუნების ფონდი TrialWatch მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს
გადახედვა
-
დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, რომლებიც მსხვერპლებზე ძალადობდნენ — 10 არასრულწლოვანია დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, რომლებიც მსხვერპლებზე ძალადობდნენ — 10 არასრულწლოვანია
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 20 იანვრამდე? როგორი ამინდი იქნება 20 იანვრამდე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა
-
ალან პარსელი: აშშ-ის ვიზებთან დაკავშირებული ცვლილებები მხოლოდ საიმიგრაციო ტიპის ვიზებს ეხება ალან პარსელი: აშშ-ის ვიზებთან დაკავშირებული ცვლილებები მხოლოდ საიმიგრაციო ტიპის ვიზებს ეხება
გადახედვა
-
ქალების სექსუალური ლტოლვა კაცისაზე მრავალფეროვანია — მასშტაბური კვლევა ქალების სექსუალური ლტოლვა კაცისაზე მრავალფეროვანია — მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
Aqualia მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯივიპის ავტოპარკის განახლებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს Aqualia მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯივიპის ავტოპარკის განახლებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს
-
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში არ არის ის ვითარება, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში არ არის ის ვითარება, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ
გადახედვა
კომენტარები