რატომ დგება ქალაქში სიჩუმე, როცა თოვს
ფოტო: Georgia About
თოვლის შემდეგ ქალაქი თითქოს იცვლება. ქუჩები, რომლებიც ჩვეულებრივ ხმაურით არის სავსე, უცნაურად მშვიდი და ჩუმი ხდება. ეს შეგრძნება ბევრისთვის ნაცნობია და, როგორც ირკვევა, სრულიად რეალური საფუძველი აქვს.
ერთი შეხედვით, სიჩუმის ნაწილი მარტივად ასახსნელია: თოვლის დროს ადამიანები უფრო ხშირად რჩებიან სახლში, გზებზე ნაკლები მანქანა მოძრაობს, ფრინველები კი უამინდობისას იმალებიან და ნაკლებ ხმას გამოსცემენ. თუმცა ეს მხოლოდ ნახევარი პასუხია. თოვლის მიერ შექმნილი სიჩუმე მხოლოდ ადამიანების ქცევით არ აიხსნება, მას მეცნიერული მიზეზებიც აქვს.
თოვლი ძველ თბილისში
ფოტო: Georgia About
ფიზიკის თვალსაზრისით, მთავარი ფაქტორი არის ის, რომ თოვლი ხმის შთანთქმას ახდენს. ხმა ტალღების სახით ვრცელდება ჰაერში და ჩვეულებრივ მყარ ზედაპირებზე, ასფალტზე, შენობებსა და მიწაზე ირეკლება. სწორედ ეს ანარეკლი ქმნის ქალაქის მუდმივ ფონურ ხმაურს. მაგრამ როცა ლანდშაფტს ახალი თოვლის ფენა ფარავს, ეს პროცესი იცვლება.
თოვლი ფოროვანი მასალაა. თითოეული თოვლის ფანტელი ექვსწახნაგოვანი კრისტალისგან შედგება და მის შიგნით პატარა ჰაერის უამრავი სივრცეა. სწორედ ეს სივრცეები მოქმედებს, როგორც ბუნებრივი ხმის ჩამხშობი: ხმოვანი ტალღები თოვლის ფენაში ხვდება, იშლება, ენერგიას კარგავს და აღარ ირეკლება უკან. შედეგად, გარემოში არსებული ხმების დიდი ნაწილი უბრალოდ ქრება.
ხმაურის შემცირების შესაფასებლად მეცნიერები ხმის შთანთქმის კოეფიციენტს იყენებენ, რიცხვით მაჩვენებელს, რომელიც აღწერს, ხმოვანი ენერგიის რა ნაწილს შთანთქავს კონკრეტული ზედაპირი. ეს კოეფიციენტი მერყეობს 0-დან 1-მდე: ნულს უახლოვდება ისეთი ზედაპირი, რომელიც ხმას თითქმის მთლიანად ირეკლავს, ხოლო ერთთან მიახლოებული მნიშვნელობა ნიშნავს, რომ ზედაპირი ხმოვან ტალღებს თითქმის სრულად შთანთქავს. მაგალითად, 0.5 მიუთითებს, რომ ზედაპირზე მოხვედრილი ხმოვანი ენერგიის დაახლოებით 50% შთანთქმულია, ხოლო დარჩენილი ნაწილი ირეკლება ან ვრცელდება. თოვლის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 0.5-დან 0.9-მდე მერყეობს, რაც ნიშნავს, რომ განსაკუთრებით ახალ და ფაფუკ თოვლს შეუძლია გარემოში არსებული ხმების დიდი ნაწილის "ჩახშობა" და სწორედ ამიტომ იქმნება სიჩუმის შეგრძნება თოვლის შემდეგ. ყველაზე ეფექტურია ახლად ჩამოვარდნილი, ფაფუკი თოვლი, რადგან მასში ჰაერის სივრცეები ყველაზე დიდი და სტრუქტურა ყველაზე ფოროვანია.
თოვლის მხოლოდ თხელი ფენა საკმარისი არ არის ხმაურის შესამჩნევად შესამცირებლად. როგორც წესი, საჭიროა რამდენიმე სანტიმეტრი თოვლი, რათა სიჩუმის ეფექტი მკაფიოდ იგრძნობოდეს. რაც უფრო სქელი და ფაფუკია თოვლის საფარი, მით უფრო ძლიერია მისი ხმის ჩამხშობი უნარი.
ეს სიჩუმე, როგორც წესი, დროებითია. როცა თოვლი დნობას იწყებს, ფანტელები ფორმას იცვლიან, მათ შორის არსებული ჰაერის სივრცე მცირდება და ხმის შთანთქმის უნარიც თანდათან ქრება. უფრო მეტიც, თუ თოვლი დადნება და შემდეგ კვლავ გაიყინება, ის ყინულად გადაიქცევა. ყინული კი ხმას აღარ შთანთქავს, არამედ პირიქით, ირეკლავს, რის შედეგადაც გარემო შეიძლება უფრო ხმაურიანიც კი გახდეს.
ამიტომ ის სიჩუმე, რომელიც ახალ თოვლს მოჰყვება, ხანმოკლეა, ისეთივე წარმავალი, როგორიც თავად თოვლი. სწორედ ეს ხდის მას განსაკუთრებულს: რამდენიმე საათით ან დღით სამყარო გვთავაზობს იშვიათ სიმშვიდეს, რომელსაც ვერანაირი ხელოვნური ხმაურის ჩამხშობი ვერ ჩაანაცვლებს.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
კომენტარები