ანა აბაშიძე

25 Oct. 2022, 16:05

დავიწყოთ იქიდან, რომ ტალღები რეფორმის, რომელიც პარლამენტში დაიბადა და მიმდინარეობს — ის რომ ეს ტალღები, არ არის, ისეთი ეფექტური, რომ მიაღწია მართლმსაჯულების იმ ნიშნულს, რომელიც ხალხის შეკვეთაა და კონსტიტუცია საუბრობს ამაზე. საერთაშორისო, ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციები საუბრობენ, თავი რომ დავანებოთ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას, ამას ჩვენც ვგრძნობთ, როგორც მოქალაქეები, რომ ამ სასამართლოს სჭირდება გაცილებით მეტი, იმისთვის, რომ იყოს თავისუფალი ყველა ტიპის მიკერძოებისგან, იყოს მართლაც თავისუფალი და მოსამართლეებს ჰქონდეთ სწორება თავის სინდისთან და კანონმდებლობასთან მხოლოდ.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს სასამართლო არის ტოტალურად მიკერძოებული, ეს არ ნიშნავ იმას, რომ ყველა მოსამართლე არ არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში. მე აქ ვისაუბრებ მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებზე, რომელთანაც მე მაქვს შეხება. ცალსახად ვიტყვი, რომ ის, რომ სასამართლოში არის ჯგუფი, რომელსაც აქვს ზეგავლენები გარკვეულწილად, არ ვიცი ამაზე ვინმე კამათობს თუ არა, ობიექტური თვალი ვიგულისხმე.

ეს თემები გაჩნდა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე მეზობელი, სხვა ქვეყნების შემაჯამებელ დასკვნებში, რომ არსებობს ასეთი ჯგუფი, რომ, რა თქმა უნდა, თავის ძალაუფლებას იყენებს ხშირად, არა იმ მიზნით, რომ მართლმსაჯულება დადგეს ისეთი, როგორიც სამართლიანობა მოითხოვს, არამედ გარკვეულწილად მოხდეს ჩარევა გარკვეული რეისებში, თუმცა ჩემი საქმეები, რომელსაც ვაწარმოებთ, სწორედ ისაა, რომ არიან ჩემპიონი მოსამართლეები, რომლებსაც ამ სისტემაში აქვთ პრაქტიკულად გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც პოლიტიკურ პროცესებზეც, ბიუჯეტზეც ახდენს გავლენას. რეალურად არ შეუშინდნენ იმ გავლენების ჯგუფს, რომელზეც საუბარია სასამართლოს სისტემაში. სწორედ ესენი არიან, რომლებმაც შეიძლება, შეცვალონ ეს სისტემა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც გარანტი უნდა იყოს ამ მოსამართლეების დამოუკიდებლობის და რეალურად იმ მოსამართლეების, რომლებმაც გაბედეს და ბევრ საქმეში ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, მე ვფიქრობ, რომ ამ შემადგენლობით, განსაკუთრებით ბოლოს რაც მოხდა, რამდენიმე დღის წინ რაც მოვისმინეთ, რომ ბატონი მურუსიძე საქართველოში ბრუნდება სასამართლო სისტემის თავისუფლების გარანტად, ჩემთვის ეს ცოტა სასაცილოა. სასაცილოა, იმიტომ, რომ მურუსიძის საქმიანობა სამართლებრივად შეფასებულია. ისევე როგორც ბევრი მის დროს მომუშავე პოლიტიკოსის თუ, რომელსაც ჩვენ დემონიზება გავუკეთეთ.

ბატონი მურუსიძე მაინც აღმოჩნდა ღერძი, რომელიც აგრძელებს ამ ძალაუფლებას. მე ეს არ მომწონს და მგონია, რომ ამის გაჯანსაღება ახალი რეფორმით აუცილებელია. ეს თუ არ გავაკეთეთ, ეს მოჯადოებული წრე არასდროს არ გაიყოფება. დღეს ჩვენ, ხვალ თქვენ, ზეგ თქვენ, აღმოვჩნდებით მიკერძოებული სამართლის მსხვერპლია. ყველას ინტერესია გაჯანსაღდეს საბჭო, მიეცეს თავისუფლება მოსამართლეებს, რომლებიც ფლობენ ცოდნას და უნდათ კარგი რაღაცები გააკეთონ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი 30-მდე ქვეყნის ელჩებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს გაიწვევს — მიზეზი და ქვეყნების ჩამონათვალი
  2. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან გარკვეულ ჯგუფებს ჩამორთმეული მართვის მოწმობები დაუბრუნდებათ
  3. 15 წლის ბიჭის ცემისთვის მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 1.5 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა
  4. გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს — შალვა პაპუაშვილი მარტა კოსზე
  5. არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ენმ-ის წევრი დავით დიღმელაშვილი დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დააკავეს პირი, რომელმაც სურამის ერთ-ერთი მონასტრის შესაწირი ყუთიდან თანხა და სხვა საეკლესიო ნივთები მოიპარა

სამართალდამცველებმა დაბა სურამში მდებარე ერთ-ერთი მონასტრის შესაწირ ყუთში არსებულ თანხის და საეკლესიო ნივთების მოპარვის…