ანა აბაშიძე

25 Oct. 2022, 16:27

სამი საათის განმავლობაში იყო არაერთი მწვავე შეკითხვა, მათ შორის, ჩემს შეფასებებთან დაკავშირებით, ერთადერთ კონტექსტში, დეპუტატებს აინტერესებდათ ეკვლიათ, მქონდა თუ არა განცდა მიუკერძოებლობის, როგორც კანდიდატს, და შემეძლებოდა თუ არა, სავარაუდოდ, ჩემი არჩევის შემთხვევაში მემუშავა ყველასთან, მიკერძოების გარეშე — ეს იქნება პოლიტიკური მიკერძოება. 

საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ცალსახად ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, ვისზეც რა მითქვამს ოდესმე, ეს არის სიტყვის თავისუფლება მოქალაქის პოზიციიდან და არა როგორც კანდიდატის ან სხვა თანამდებობის პირის პოზიციიდან, ეს არ არის მიუკერძოებლობის მტერი, სხვა შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლება თავად იქნებოდა მიკერძოებული იმ თავითვე. ადამიანები ბრაზდებიან, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ისტორიები, როდესაც გარკვეულმა შეცდომებმა, თუ არასწორმა პოლიტიკამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და რეალურად, ამაზე რეაგირება მოქალაქეს აქვს უკიდურესად მკაცრი. შესაძლოა, არაეთიკური, მაგრამ მკაცრი, რაც გამოხატავს ჩვენს დამოკიდებულებას მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებლები გვგონია. მე ასეთი მკაცრი და კიდევ უფრო მეტად მკაცრი აზრები გამომითქვამს წინა ხელისუფლების დროსაც, ახლაც და როგორც მოქალაქე, ყოველთვის გამოვთქვამ და თვითშეზღუდვას არ დავიწესებ, როდესაც ვფიქრობ, რომ რაღაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც ადამიანს შეიძლება სისხლის ფასად დაუჯდეს. თუ მეკითხებით, ეს არის თუ არა მიუკერძოებლობა, მიკერძოებული ამის გამო მე არ ვარ. 

[...] პირდაპირ გეტყვით, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს არც ჩემს გემოვნებას, არც ინტერესს, არც შინაარსს, ამიტომ თანაბრად არ მაინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია, როგორც ასეთი, მაგრამ განსაკუთრებულად მაინტერესებს ქართული ოცნება, იმიტომ, რომ ის არის მმართველი გუნდი და მხოლოდ ამ მიზეზით. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო…