ანა აბაშიძე

25 Oct. 2022, 13:51

ჩემი მთავარი პრინციპი მუშაობის ყოველთვის არის ის, რომ არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა. ეს არის ის პრინციპი, რომელიც მიემართება ყველას, მიუხედავად განსხვავებისა...

არ არსებობს პოლიტიკური ფერები, არ არსებობს პოლიტიკური გემოვნება, არ არსებობს იდეოლოგიური სხვაობა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ადამიანს დაეხმარები თუ არა და ამის უბრალოდ, უნდა გჯეროდეს.

მეორე, უნარი უნდა გქონდეს, რომ დადო შენი სუბიექტური შეხედულებები მაგიდაზე და ისე იმუშაო, რომ არ გადაგძლიოს შენმა შეხედულებებმა. [...]

რაზე უნდა ვიმუშაოთ ჩვენ შემდეგი 6 წლის განმავლობაში, თუ ჩემზე იქნება არჩევანი, მე გეტყვით: პირველი მთავარი ეს არის თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება, რომელიც პირველ რიგში მიემართება ყველა ადამიანს, ვინც უმცირესობას წარმოადგენს.

ყველა ადამიანს, ვინც ცხოვრობს საქართველოში ლეგიტიმურად, უფლება აქვს, ისარგებლოს საერთო სიკეთეებით რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვქმნით და ვინაწილებთ. სამწუხაროდ, ეს განაწილება არ არის სამართლიანი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს (TAB) მეხუთე გამოცემა 25 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება. "სიცარიელის…