კანის კინოფესტივალი: ტურისტები, ტვინ პიქსი და ფრანსუა ოზონის მარცხი
ამბების მოყოლას კარგი ისტორიებით დავიწყებ. შევძელი და მოვახერხე კანში ვოიაჟი არამხოლოდ ჩემთვის გამეხადა საინტერესო და მომგებიანი, არამედ საქართველოსთვისაც.
ბევრჯერ აღვნიშნე, რომ აქ ჩამოსული ჟურნალისტები ფესტივალზე ყოფნის ნახევარს ერთი რიგიდან მერე რიგში დგომაზე ხარჯავენ, რისი გაკეთება შეგიძლია ამ დროს? მაგალითად უფასოდ ჩამორიგებულ ამერიკულ ან ევროპულ პრესას გაეცნო, ყავა მიირთვა, ვინმეს სთხოვო ადგილი დაგიკავოს და შენ იქვე ჩრდილში წამოჯდე, ან უბრალოდ მშვიდად დაელოდო როდის მოვა შენი დრო. ხშირად ეს ყველაფერი იმდენად დიდ ხანს გრძელდება, რომ მეშინია, საქართველოში დაბრუნებულს უკვე საპენსიო ასაკი არ მიწევდეს.
როდესაც რიგი უსასრულოდ იწელება (მაგალითად ორი საათი) და მშველელი არსაიდან ჩანს, საუკეთესო თავშესაქცევი "რიგის მეგობრის გაჩენაა", რომელიც გარდა იმისა, რომ დროს გაგაყვანინებს, შემდეგ ჯერზე თუ შენზე ადრე მივა რომელიმე ფილმზე შესასვლელად, ჩათვალე რომ ის უკვე შენც გინახავს ადგილს.
"რიგის მეგობარს" კიდევ ერთი დადებითი პლუსი აქვს, ხშირ შემთხევაში ის ჟურნალისტია, თან შენ მსგავსად მასაც კინო აინტერესებს, შესაბამისად, რაც არ უნდა დიდხანს მოგიწიოს თაკარა მზის ქვეშ დგომა, სასაუბრო თემა არ გამოგელევათ.
პირველი რითიც ინტერესდებიან შენი ეროვნებაა, როდესაც პასუხობ - Georgia, ეგრევე ჰგონიათ, რომ ამერიკელი ხარ და ათას შეკითხვას გისვამენ ტრამპზე, რა თქმა უნდა, ამაზეც ვპასუხობ, მაგრამ შემდეგ ვუხსნი, რომ ეს სულ სხვა ჯორჯიაა.
აქედან უკვე გზა ხსნილია, კითხვებიც უამრავია და პასუხებსაც რა გამოლევს?!
რამდენიმე დღის წინ ორი ფრანგი ქალი გავიცანი, რომლებმაც ფოტოს გადაღება მთხოვეს, ბოლოს დამპირდნენ შენი ხათრით საქართველოში ჩამოვალთო, იგივე მოხდა გუშინწინ სერგეი ლოზნიცას ფილმის პრემიერაზეც სადაც ინგლისელებს დედოფალი დავაფიცე აუცილებლად ჩამოდით-მეთქი, გუშინ კი, ძმებ საფდების ფილმის რიგში, როცა იტალიელ ჟურნალისტს ქართულ კინოზე ვეჭორავე, რამდენიმე საათით მათი საუბრის მანერა გამყვა და ყველას ხელებით ვუხსნიდი რა მინდოდა.
საუბარში იმდენად გავერთე, რომ როგორ აღმოვჩნდი ძმებ საფდების ფილმზე კარგი დრო აღარ მახსოვს.
პირველი, რაც ფილმთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, არის ის, რომ რობერტ პატისონი, რომელსაც აქამდე ბინდის საგის ედვარდად მოვიხსენიებდით, თვალსა და ხელს შუა კარგ მსახიობად ჩამოყალიბებულა, ყოველ შემთხვევაში ამ ფილმში მასზე დაკისრებულ მოვალეობას კარგად ართმევს თავს, საბოლოო ჯამში კი ძლიერ და ქარიზმატულ პერსონაჟს ქმნის.
კარგი დრო თავის მხრივ დიდ დანაკარგებსა და იმედგაცრუებებზეა, იმაზე თუ რა შედეგები მოაქვს ადამიანებისთვის ერთ არასწორ ნაბიჯსაც კი, რომელსაც ნელ-ნელა სხვა ნეგატიური შედეგები მოჰყვება და საბოლოოდ ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ.
საფდების ახალი ფილმი გარკვეულწილად პოპულარულ ამერიკულ სერიალს გაქცევას გაგახსენებთ, რადგან ამ შემთხვევაშიც მთავარი აქცენტი ძმების ურთიერთობაზეა. იმაზე, თუ როგორ ზრუნავს პატისონის პერსონაჟი საკუთარი ფსიქიკური პრობლემების მქონე ძმაზე და როგორ ცდილობს მის დახსნას ციხიდან, სადაც მისი წყალობით აღმოჩნდა.
ძმებმა საფდებმა კანის ფესტივალზე ზომიერად სასაცილო, კრიმინალური და ქაოსური ფილმი ჩამოიტანეს, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, რთულია თავი და ბოლო გაუგო.
ფილმში ეპიზოდურ როლებს ჯენიფერ ჯეისონ ლი და ბარკჰად აბდი .
მართალია, ლი ფილმში რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩანს, მაგრამ ახერხებს შექმნას პერსონაჟი, რომელიც დაგამახსოვრდება, ის ერთდროულად არის საინტერესო, ამოუცნობი და ძალიან სასაცილო.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ჰქვია ფილმს კარგი დრო, მისი ყურების დროს დარწმუნდებით, რომ მთავარი პერსონაჟებისთვის არც ერთი წამი არ არის კარგი, რადგან მუდმივად გაქცევისა და დამალვის პროცესში, შეუძლებელია რამე სასიამოვნო შეგემთხვეს, ერთადერთი კარგი, რაც ამ ფილმში ხდება, არის იმის გაანალიზება, თუ რამდენად კარგია დრო, მანამ სანამ მას ციხის გისოსებს მიღმა ატარებს.
საფდების ფილმს კანში ტაშით შეხვდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმი აუდიტორიას მოეწონა.
კიდევ უფრო დიდი აღფრთოვანებითა და ოვაციებით შეხვდნენ შოუთაიმის ლოგოს გამოჩენას დიდ ეკრანზე, მაგრამ დარბაზის ენერგიულობამ პიკს ეკრანზე ტვინ პიქსის სახელის გამოჩენის დროს მიაღწია.
ისტორიაში პირველად, კანის კინოფესტივალმა ერთდროულად ორი სერიალის პრემიერა შესთავაზა მაყურებელს, მათ შორის ერთ-ერთი დეივიდ ლინჩის საკულტო სერიალი გახდა.
25 წლის წინ ლორა პალმერი მაყურებელსა და ოფიცერ კუპერს დაჰპირდა, რომ ის დაბრუნდებოდა, და აი, ეს დღეც დადგა.
ცოტას წავიტრაბახებ და ვიტყვი - ტვინ პიქსი ხომ არის არაჩვეულებრივი? მაგრამ როდესაც მას დიდ ეკრანზე უყურებ, კიდევ უფრო გენიალური გეჩვენება ის, რასაც დეივიდ ლინჩი აკეთებს.
"ეს მომავალია, თუ წარსული?" - ეკითხებიან კუპერს სერიალში. მართლაც, მომავალს ვუყურებთ თუ წარსულს? ერთადერთი რასაც სერიალში დრო დაეტყო მსახიობები არიან, ლორა პალმერის კანზე ნაოჭები გაჩნდა, არც კუპერია ისეთი მომხიბვლელი როგორიც გვახსოვდა, მაგრამ მერე რა? ვის ადარდებს მსახიობების გარეგნობა, როდესაც ორი საათის განმავლობაში (კანში ორი სერია აჩვენეს) ეკრანზე სრული სიგიჟე ხდება?!
მართალია, ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, შემდეგი წლიდან კანში სერიალის პრემიერა აღარ გაიმართებაო, მაგრამ ამაზე ერთი წლის შემდეგ ვისაუბროთ, მანამდე კი მთავარი ის არის, რომ კანში ტვინ პიქსის პრემიერამ წარმატებულად ჩაიარა.
დღის ბოლოს დებიუსის დარბაზი ფრანსუა ოზონის ფილმმა ორმაგი საყვარელი გაავსო, მიუხედავად იმისა, რომ დასრულების შემდეგ კინოსურათს მაყურებელი ოვაციებით შეხვდა, მგონია, რომ საბოლოო ჯამში ვერც იქ მყოფმა ჟურნალისტებმა, ვერც კინოკრიტიკოსებმა და დიდი ალბათობით ვერც რეჟისორმა ვერ გაიგეს რა ხდებოდა ეკრანზე ერთი საათისა და ორმოცდაშვიდი წუთის განმავლობაში.
ოზონის ფილმს თითქოს ერთი მთავარი თემა აქვს - ყველა ადამიანში ცხოვრობს მონსტრი, რომელმაც ნებისმიერ დროს შეიძლება გაიღვიძოს. იდეა თითქოს საინტერესო ჩანს, თუმცა მთავარი ხომ ის არის, როგორ ახერხებს რეჟისორი ამ ყველაფრის გადმოცემას.
ფილმს აშკარად ეტყობა, რომ მისმა შემქმნელმა მუშაობის დაწყებამდე რომან პოლანსკის როზმარის ჩვილი გადაიმეორა, კიდევ ერთხელ აღფრთოვანდა და თქვა - "მოდი, რამე ამის მსგავსს გადავიღებო", სამწუხაროდ ვერ შეძლო.
სიუჟეტი გოგოს გარშემო ვითარდება, რომელიც ფსიქოლოგთან დაიწყებს სიარულს, შეუყვარდება და მასთან ერთად გადადის საცხოვრებლად. მოგვიანებით გაარკვევს, რომ მის შეყვარებულს ტყუპისცალი ძმა ჰყავს, რომელიც ასევე ფსიქოლოგია და მასთანაც იწყებს ურთიერთობას.
სწორედ აქედან იწყებს ფილმი კულმინაციისკენ სვლას, თუმცა როდესაც გგონია, რომ აი, მორჩა, ყველაფერი გაირკვა, სწორედ ამ დროს იწყებს რეჟისორი ახალი ძაფის გაკვანვძას და მის გახსნას, საბოლოოდ ვიღებთ რას? დიდ აბლაბუდას, რომელშიც მაყურებელთან ერთად ფრანსუა ოზონიც იხლართება.
თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ფილმს ნამდვილად არ აკლდა იუმორი, რომელიც ჩემი აზრით მის ერთადერთ ღირსებადაც კი შეიძლება ჩავთვალოთ.
დღევანდელი დღე კანში სავარაუდოდ საინტერესოდ ჩივლის, დილით ფატინ აკინის ფილმის პრემიერაა, 13:00 საათზე კი, ქალაქის მერი და ჟიურის წევრები აკრედიტირებული ჟურნალისტებისათვის სპეციალურ მიღებას გამართავენ, რომელზე დასწრებაც შეზღუდული რაოდენობით ხდება, საბედნიეროდ მე გამიმართლა და მოსაწვევი შემხვდა.
-
ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა
გადახედვა
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი

კომენტარები