ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ამის შესახებ ახალ ანგარიშში საუბრობს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პირველ ოქტომბერს რუსეთმა აღიარა, რომ მისმა ჯარებმა ლიმანში უკან დაიხიეს — უკრაინამ პუტინის მიერ რეგიონების ანექსიის გამოცხადების მეორე დღეს საკვანძო ქალაქი გაათავისუფლა.

  • 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, თუმცა ექსპერტების შეფასებით, ის არაეფექტური იყო — შეცდომები აღიარა ვლადიმერ პუტინმაც და მისი გამოსწორება მოითხოვა.

დეტალები: მათი თქმით, ხარკოვის ოლქსა და ლიმანში რუსეთის მარცხი, ნაწილობრივი მობილიზაციის ეფექტურად განხორციელების წარუმატებლობასთან ერთად, ფუნდამენტურად ცვლის რუსულ საინფორმაციო სივრცეს.

  • ISW მიუთითებს, კრემლის მიერ დაფინანსებული მედია და რუსი სამხედრო ბლოგერები ლიმანში მარცხს გლოვობენ და ამავდროულად, ნაწილობრივი მობილიზაციის წარუმატებლობებს აკრიტიკებენ;
  • კრემლის წყაროები და რუსი სამხედრო ბლოგერები ფრონტის ხაზზე მარცხს რუსულ ჯარს მიაწერენ და აღნიშნავენ, რომ მათ ვერ მოახერხეს დონეცკის ჩრდილოეთით რუსეთის ძალების შესაბამისად მომარაგება და გაძლიერება;
  • ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ ომში პროგრესის გამჭვირვალობის ნაკლებობასთან დაკავშირებითაც.