ინფორმაციას UNIAN ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: აგრესორ სახელმწიფოს ომის დაწყებიდან თავის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეები იძულებით გადაჰყავს. ოკუპანტები იტაცებენ ბავშვებსაც და "აშვილებენ".

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ კიდევ მარტის ბოლოს თქვა, რომ რუსებს მარიუპოლიდან 2 000-ზე მეტი ბავშვი ჰყავდათ გატაცებული.

დეტალები: გაიდაის თქმით, ბავშვები რუსეთში მდებარე სოციალური რეაბილიტაციის ცენტრებში გადაიყვანეს.

  • მედია წერს, რომ ახლო მომავალში რუსეთში იძულებით გადასაყვანად კიდევ 104 ობოლ ბავშვს ამზადებენ.

ბავშვები ომში: რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში 400-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, 780-ზე მეტი კი დაშავდა.

  • არასრულწლოვანებს ახლობლებთან ერთად ან სრულიად მარტოს უწევთ, დატოვონ სახლი და გახდნენ დევნილები/ლტოლვილები;
  • ოკუპანტები კლავენ, იტაცებენ, ძალადობენ და აუპატიურებენ არასრულწლოვანებს — რუსული პროპაგანდა კი დღემდე ომს "განმათავისუფლებელ მოძრაობად" ფუთავს.