ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის ერთობლივი პრესკონფერენცია — რა თქვეს
საქართველოს პრემიერმინისტრმა და გერმანიის კანცლერმა ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა განიხილეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია იმ 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო.
- "12 კრიტერიუმი დასახელებულია, რომელიც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ეს არის უკვე ის, რაც ქვეყანამ თვითონ უნდა გააკეთოს, უნდა მიაღწიოს ამას"; [სინქრონული თარგმანი].
- შოლცა პრაღაში თავისი გამოსვლაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს სამომავლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია იქ პირდაპირ და მკაფიოდ ჩამოაყალიბა.
დეტალები: ღარიბაშვილმა კანცლერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია ამ რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებს.
- "ჩვენი მმართველი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება არის აბსოლუტურად მოწოდებული მოტივირებული, რომ ყველა ის 12-ვე რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ევროპული საბჭოს მიერ, იქნას შესრულებული ზედმიწევნით, სრულყოფილად ჩვენი მთავრობის მხრიდან";
- ღარიბაშვილის თქმითვე, ამ პროცესში მონაწილეობისთვის "კარი გაუღეს" ყველა ოპოზიციურ პარტიას და ქართული პოლიტიკის აქტორებს, ვინაიდან ხელისუფლებას ყველას ჩართულობა "დასჭირდება".
კითხვაზე, რამდენ ხანში წარმოუდგენია საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ამ გზაზე თანმიმდევრულები არიან.
- "ევროპული პერსპექტივა და ევროპული გზა არის ჩვენი ხალხის არჩევანი, ეს არის გზა და პროცესი, რომელიც არის შეუქცევადი და რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაქსიმალურად დააჩქარა";
- "რა თქმა უნდა, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ სურვილზე, ეს არის დამოკიდებული პროცესზე, რომელსაც ჩვენ ყველანი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მივყვებით";
- "ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაცია, გარდაქმნა, განვითარება, რეფორმების ჩატარება. სწორედ ამას უკავშირდება სწორედ იმ 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ მივიღოთ ევროპული კანდიდატის სტატუსი";
შოლცმა კი აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს მოცემული რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმაროს, თუმცა საბოლოოდ ისინი თავად ქვეყანამ უნდა შეასრულოს.
- "მაგრამ ჩვენგან საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იქნეს განხორციელებული";
- "გარდა ამისა, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების განვითარებაზეა ლაპარაკი, ამიტომაც გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის საქმეში, ამის გაფართოებაც შეიძლება, კიდევ ბევრი სხვა სფეროა სამომავლო განვითარებაში, მაგალითად, ენერგეტიკის სფერო და ამაზე დღეს ჩვენ გვქონდა საუბარი". [სინქრონული თარგმანი]
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები