ინფორმაციას უკრაინსკა პრავდა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კონკრეტულ მიზეზებზე უკრაინული მედია არ წერს, თუმცა მიუთითებს ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელ განცხადებას.

  • "მომავალ კვირას რუსეთმა, შესაძლოა, რაღაც განსაკუთრებით სასტიკი ჩაიდინოს", — აღნიშნა ზელენსკიმ 20 აგვისტოს.

დეტალები: პრავდა განცხადებით, სამთავრობო კვარტალში მდებარე დაწესებულებების თანამშრომლებს დისტანციურად გადასვლა 22-დან 26 აგვისტოს ჩათვლით ურჩიეს.

  • მათი ინფორმაციით, ცნობილია, რომ დისტანციურად იმუშავებს უმაღლესი რადას აპარატი იმ თანამშრომლების გამოკლებით, რომლებიც საერთაშორისო დელეგაციების სამომავლო შეხვედრებისთვის ემზადებიან;
  • სხვა წყაროზე დაყრდნობით კი მედია აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლებს მოუწოდეს, რომ სამთავრობო უბანში რაც შეიძლება ნაკლებად მივიდნენ;
  • სამთავრობო კვარტალში არის პარლამენტის, კაბინეტის, უკრაინის ეროვნული ბანკის და სხვა შენობები.