Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა წელს 23-ედ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ციფრული ბანკები დაასახელა. საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია კი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით მომხმარებლისთვის საუკეთესოდ აღიარა. გამარჯვებული ბანკები შეირჩა აფრიკიდან, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.
"მრავალწლიანმა პანდემიამ დააჩქარა ბანკების დიჯიტალიზაციის მცდელობები და შესაბამისად, ბაზარი ციფრული შეთავაზებების სწრაფი ევოლუციის მოწმე გახდა", — თქვა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა. "ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს გაუმჯობესებული პროდუქტებისა და სერვისების დანერგვისას, დასახელდნენ კიდეც მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებად Global Finance-ის მიერ", — განაცხადა ჯოზეფ ჯარაპუტომ.
"ეს აღიარება ჩვენთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენი მომხმარებლების წინაშე ვგრძნობთ და აქტიურად ვაგრძელებთ მათ მოსმენას, რათა უკეთ გავიგოთ მათი საჭიროებები და გამოწვევები. მუდმივად ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს მათთვის საჭირო სერვისებისა და პროდუქტების მიღება მარტივად, ერთ სივრცეში შევთავაზოთ. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით ქმნიან საქართველოში საუკეთესო მობილურ აპლიკაციას. ინოვაციური გადაწყვეტების შეთავაზებით ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლების სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას", — აცხადებს ლევან კობახიძე, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
ინფორმაციისთვის, საუკეთესო ციფრული ბანკები შეირჩნენ Global Finance-ის რედაქტორების, ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების შერჩევის შედეგად.
გამარჯვებული ბანკები გამოვლინდნენ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების მოხერხებული ფუნქციონალი და დიზაინი.
-
Michael-მა Oppenheimer-ს გადაუსწრო და ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმი გახდა Michael-მა Oppenheimer-ს გადაუსწრო და ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმი გახდა
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი ზაფხულის შესახებ? ტესტი: რა იცი ზაფხულის შესახებ?
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? — თეგეტამ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? — თეგეტამ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
-
ზურაბ მახარაძე შიო III-ს შეხვდა და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე ესაუბრა ზურაბ მახარაძე შიო III-ს შეხვდა და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე ესაუბრა
გადახედვა
-
რატომ ვბერდებით და რა როლი აქვს ამას ადამიანის ევოლუციაში? რატომ ვბერდებით და რა როლი აქვს ამას ადამიანის ევოლუციაში?
გადახედვა
-
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი 3 ივლისს Madison Square Garden-ში იგეგმება ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი 3 ივლისს Madison Square Garden-ში იგეგმება
გადახედვა
-
მარნეულში თანასოფლელის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე კაცი დააკავეს მარნეულში თანასოფლელის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე კაცი დააკავეს
გადახედვა
-
სედი სინკი Spider-Man: Brand New Day-ში ითამაშებს — მისი როლი დღემდე უცნობია სედი სინკი Spider-Man: Brand New Day-ში ითამაშებს — მისი როლი დღემდე უცნობია
გადახედვა
-
როდის ვიხილავთ ვირის ფილმს? — შრეკის სპინ-ოფის პრემიერის თარიღი ცნობილია როდის ვიხილავთ ვირის ფილმს? — შრეკის სპინ-ოფის პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: თუკი მსოფლიო არის მულტიპოლარული, დიპლომატიაც უნდა იყოს მულტივექტორული მაკა ბოჭორიშვილი: თუკი მსოფლიო არის მულტიპოლარული, დიპლომატიაც უნდა იყოს მულტივექტორული
გადახედვა
-
ქარვას პარტნიორობით მდგრადი ტრანსფორმაციის გამოფენა — გაცვლა 2026 გაიმართა ქარვას პარტნიორობით მდგრადი ტრანსფორმაციის გამოფენა — გაცვლა 2026 გაიმართა
-
მეცნიერებმა გამოქვაბულის ნახატიდან ადამიანის დნმ მოიპოვეს მეცნიერებმა გამოქვაბულის ნახატიდან ადამიანის დნმ მოიპოვეს
გადახედვა
-
TI: "ქართული ოცნების" 21-მა დონორმა პარტიას ₾2.7 მლნ შესწირა, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი მილიონობით ლარის სარგებელი მიიღეს TI: "ქართული ოცნების" 21-მა დონორმა პარტიას ₾2.7 მლნ შესწირა, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი მილიონობით ლარის სარგებელი მიიღეს
გადახედვა
-
მოსკოვი ისევ ძალის არგამოყენების შეთანხმებასა და ე.წ. "საზღვრების დელიმიტაციას" ითხოვს მოსკოვი ისევ ძალის არგამოყენების შეთანხმებასა და ე.წ. "საზღვრების დელიმიტაციას" ითხოვს
გადახედვა
-
ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ვენესუელაში მიწისძვრას 3 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 68 000-მდე დაკარგულად ითვლება ვენესუელაში მიწისძვრას 3 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 68 000-მდე დაკარგულად ითვლება
გადახედვა
-
მეცნიერები ამბობენ, რომ ისტორიაში პირველი სინთეზური უჯრედი შექმნეს მეცნიერები ამბობენ, რომ ისტორიაში პირველი სინთეზური უჯრედი შექმნეს
გადახედვა
-
შსს-მ კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინა — დაკავებულია 4 პირი შსს-მ კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინა — დაკავებულია 4 პირი
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
-
EU სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მხარდასაჭერად €200 მლნ-ს გამოყოფს EU სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მხარდასაჭერად €200 მლნ-ს გამოყოფს
გადახედვა
კომენტარები