თანამშრომლების დათხოვნის შემდეგ აცრემლებულმა ბოსმა ინტერნეტს გული ვერ მოულბო
ვისაც სამსახურიდან გათავისუფლების გამოცდილება ჰქონია, იცის, რომ ეს მოვლენა არც ერთი მხარისთვისაა სახალისო. თუმცა რაც უფრო პატარაა კომპანია და გუნდის წევრები ერთმანეთს ახლოს იცნობენ, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება აღმასრულებელი დირექტორისთვის კიდევ უფრო რთულია.
რამდენიმე დღის წინ LinkedIn-ის მეშვეობით ერთ-ერთმა ამერიკელმა აღმასრულებელმა დირექტორმა თავისი გამოცდილებების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში საუბარია იმის შესახებ, თუ რამდენად რთულია თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ამცნო. კომპანია HyperSocial-ის დირექტორის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მთელი დღის განმავლობაში ის ინტერნეტის ვარსკვლავად იქცა.
"ეს ყველაზე უმწეო პოსტია იმათ შორის, რაც აქამდე გამომიქვეყნებია. დიდი ხანი ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ამის შესახებ. ჩემს კომპანიას რამდენიმე თანამშრომლის დათხოვნა მოუწია. ასევე, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრი ადამიანის გათავისუფლების შესახებ გავიგე LinkedIn-ის მეშვეობით. ეს ყველაფერი ეკონომიკით ან სხვა მიზეზით არის გამოწვეული. ეს ჩვენი ბრალია? არა, ჩემი ბრალია", — დაწერა კომპანიის დირექტორმა LinkedIn-ზე და თან აცრემლებული ფოტოც დაურთო.
აცრემლებულმა ფოტომ ინტერნეტში დიდი დებატები გამოიწვია და ათასობით ადამიანმა აზრი კომენტარებში დააფიქსირა. როგორც ჩანს, ატირებული სელფის მიუხედავად, ინტერნეტის მომხმარებლების გულის მოლბობა რთული აღმოჩნდა. LinkedIn-ის მომხმარებელთა ნაწილმა ჩათვალა, რომ ამ პოსტით დირექტორს ყურადღების მიქცევა სურდა და გულწრფელ ბოდიშს სულაც არ იხდიდა. მათი აზრით, აცრემლებული ფოტოთი აღმასრულებელმა დირექტორმა მომხმარებელთა ყურადღება გათავისუფლებული ადამიანებიდან თავის თავზე გადაიტანა.
"ბევრ თანამშრომელთან ერთად ახლახან გამათავისუფლეს სამსახურიდან. ჩემს დირექტორს რომ ასეთი ფოტო გამოეგზავნა, შოკში ჩავვარდებოდი. ნუთუ შენ ტირი? მე ვტირი და ჩვენ ვტირით, შენ კი ჯერ კიდევ გაქვს სამსახური. წარმოიდგინე რა მოხდებოდა, ყველა გათავისუფლებულ ადამიანს ჩვენი აცრემლებული ფოტოები რომ დაგვეპოსტა", — ვკითხულობთ ერთ-ერთ კომენტარში.
მართალია, ფოტოს კომენტარებში ზოგმა დირექტორს მხარი დაუჭირა, თუმცა უარყოფითი შეფასებები მაინც უფრო მეტი იყო. HyperSocial-ის დირექტორის თქმით, ასეთ გამოხმაურებას არ ელოდა, თუმცა უარყოფითი კომენტარების ავტორების გაგებაც შეუძლია. მისი თქმით, პოსტის მიზანი იყო, რომ აღმასრულებელი დირექტორებისა და სხვა მსგავს პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების დაძაბული სამუშაოსა და პრობლემების შესახებ აზრი ღიად დაეფიქსირებინა.
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
კომენტარები