მარინა ოვსიანიკოვას რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ "ყალბი ამბების" გავრცელება ედება ბრალად.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსული პირველი არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა 14 მარტს სახელმწიფო მედიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებისას ეთერში საპროტესტო ბანერით შევიდა.

  • ის დააკავეს და სასამართლო პროცესის დაწყებამდე მისი ადგილმდებარეობაც უცნობი იყო.

დეტალები: ოვსიანიკოვას ადვოკატის განცხადებით, დილით სამართალდამცველები მას არ დაელოდნენ და ჩხრეკისთვის ჟურნალისტის სახლში შეიჭრნენ.

  • მისი თქმით, ჩხრეკა რუსული არმიის შესახებ "ყალბი" ამბების გავრცელებას უკავშირდება.
  • თუმცა, არ დაუკონკრტებია რა გახდა საქმის აღძვრის მიზეზი.

მარინა ოვსიანიკოვა ორჯერ დააჯარიმეს ადმინისტრაციული მუხლით რუსული არმიის "დისკრედიტაციის" გამო.

  • 15 ივლისს მან ერთკაციანი აქცია გამართა, რითიც პუტინის პოლიტიკა გააკრიტიკა.
  • მას ხელში ეჭირა ბანერი წარწერით "პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. 352 ბავშვი დაიღუპა, კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ შეჩერდეთ?".