გაეროს მოსახლეობის ფონდსა და თეგეტა ჰოლდინგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
ფოტო: თეგეტა მოტორსი
13 ივლისს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და თეგეტა ჰოლდინგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ და თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, ითანამშრომლონ სამუშაო ადგილზე ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის დანერგვის მიმართულებით, რაც ემსახურება ქალების ეკონომიკურ მონაწილეობასა და გაძლიერებას, შრომით ბაზარზე მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას და ზოგადად, პასუხისმგებლობიანი მშობლობის ინსტიტუტის ხელშეწყობას. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, თეგეტა მხარს დაუჭერს კამპანიას კაცები ზრუნავენ, რომელიც, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, 2016 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს კაცების, როგორც მზრუნველი და თანასწორი პარტნიორებისა და მამების ჩართულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში. პრიორიტეტია ასევე მოზარდი გოგოების გაძლიერება ინფორმირებულობის გაზრდისა და ახალი შესაძლებლობების გაჩენის გზით.
"მიგვაჩნია, რომ ყველა იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი თავისი საქმიანობით ემსახურება, უაღრესად მნიშვნელოვანია თანამოაზრეების წრის გაფართოება და ერთობლივი ძალებით მუშაობა იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელთა წინაშეც ჩვენი საზოგადოება დგას. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესთან თანამშრომლობა განსაკუთრებით პრიორიტეტულია. მოხარული ვართ, რომ „თეგეტასთან“ პარტნიორობით უკვე გადავდგით გარკვეული ნაბიჯები და დღეიდან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება", — განაცხადა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.
"გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია, რადგან თეგეტა ჰოლდინგის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ გენდერულად თანასწორი გარემოს შექმნაა. წლებია, რაც ქალთა გაძლიერების მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ — განსაკუთრებით გვეამაყება, რომ გასული წლიდან ჩვენს სერვისცენტრებში პირველი მექანიკოსი ქალები მუშაობენ და ამაში, პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, საკმაოდ დიდი რესურსი ჩავდეთ. გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, გენდერულ თანასწორობაზე ზრუნვას კიდევ უფრო მასშტაბური სახე მივცეთ", — აღნიშნა ვახტანგ კაჭარავამ, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და თეგეტა ჰოლდინგს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 2022 წლის ივლისიდან განხორციელდება.
-
"ჭიათურელების სასტიკი დასჯის უკან დგას სახელმწიფოს დიდი გზავნილი და მუქარა" — თამთა მიქელაძე მაღაროელების განაჩენზე "ჭიათურელების სასტიკი დასჯის უკან დგას სახელმწიფოს დიდი გზავნილი და მუქარა" — თამთა მიქელაძე მაღაროელების განაჩენზე
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი პერსონაჟი ხარ Friends-დან? ქვიზი: რომელი პერსონაჟი ხარ Friends-დან?
-
კამჩატკის ნახევარკუნძულზე რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა — არის მსხვერპლიც კამჩატკის ნახევარკუნძულზე რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა — არის მსხვერპლიც
გადახედვა
-
სუს: თავისუფალია ორი მოქალაქე, რომლებიც სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 13 იანვარს უკანონოდ დააკავეს სუს: თავისუფალია ორი მოქალაქე, რომლებიც სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 13 იანვარს უკანონოდ დააკავეს
გადახედვა
-
რეზო კიკნაძე: ზვიადაური მკვლელობისთვის არაა დაჭერილი, ტერიშვილმა ქაღალდი ისროლა და იმაზე მეტ ხანს უნდა იჯდეს, ვიდრე ზვიადაური რეზო კიკნაძე: ზვიადაური მკვლელობისთვის არაა დაჭერილი, ტერიშვილმა ქაღალდი ისროლა და იმაზე მეტ ხანს უნდა იჯდეს, ვიდრე ზვიადაური
გადახედვა
-
ადამ კადიროვის ავარიის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლება დუმს ადამ კადიროვის ავარიის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლება დუმს
გადახედვა
-
ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა
-
რას ვუსმენდით 2016-ში? — 10 სიმღერა, რომელსაც წელს 10 წელი უსრულდება რას ვუსმენდით 2016-ში? — 10 სიმღერა, რომელსაც წელს 10 წელი უსრულდება
გადახედვა
-
ყავაში მოხალული ბარდის გამოყენების გამო, სეს-მა ყავის საწარმოს, რომელიც ყავა "ვილას" და "ვილა გოლდს" აწარმოებდა, საქმიანობა შეუჩერა ყავაში მოხალული ბარდის გამოყენების გამო, სეს-მა ყავის საწარმოს, რომელიც ყავა "ვილას" და "ვილა გოლდს" აწარმოებდა, საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 24 იანვრამდე? როგორი ამინდი იქნება 24 იანვრამდე?
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა შეკრება-მანიფესტაციის შემზღუდველ კანონში შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა სახალხო დამცველმა შეკრება-მანიფესტაციის შემზღუდველ კანონში შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
გადახედვა
-
ტრამპი, გრენლანდიის გამო, 1-ელი თებერვლიდან 8 ევროპულ ქვეყანას ტარიფებს დაუწესებს ტრამპი, გრენლანდიის გამო, 1-ელი თებერვლიდან 8 ევროპულ ქვეყანას ტარიფებს დაუწესებს
გადახედვა
-
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულ ჭიათურელ მაღაროელებს 6 წლით და 3 თვით და 4 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯათ ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულ ჭიათურელ მაღაროელებს 6 წლით და 3 თვით და 4 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო ამბასადორი გოდერძი გაფართოვდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო ამბასადორი გოდერძი გაფართოვდა
-
არტისტები, რომლებმაც კარნეგი ჰოლის სცენა მსოფლიო ისტორიად აქციეს არტისტები, რომლებმაც კარნეგი ჰოლის სცენა მსოფლიო ისტორიად აქციეს
-
გაზსადენის დაზიანების გამო გლდანის რაიონში გაზმომარაგება 3300 აბონენტს შეუწყდა გაზსადენის დაზიანების გამო გლდანის რაიონში გაზმომარაგება 3300 აბონენტს შეუწყდა
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ვინმე ისევ ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობის გარეშე დავიღუპებით?! ზაზა შათირიშვილი: ვინმე ისევ ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობის გარეშე დავიღუპებით?!
გადახედვა
-
ომარ ფურცელაძე: ეწყალებული 159 ადამიანის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად მზაობა თუ არ არსებობდა — ეს უპასუხისმგებლობაა, თუ არსებობდა და არ უშვებენ — სადიზმი ომარ ფურცელაძე: ეწყალებული 159 ადამიანის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად მზაობა თუ არ არსებობდა — ეს უპასუხისმგებლობაა, თუ არსებობდა და არ უშვებენ — სადიზმი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა
გადახედვა
-
გია ვოლსკი: მეუფე იაკობი სასულიერო პირია და პოლიტიკურ განცხადებებს ამ დონეზე არ უნდა აკეთებდეს გია ვოლსკი: მეუფე იაკობი სასულიერო პირია და პოლიტიკურ განცხადებებს ამ დონეზე არ უნდა აკეთებდეს
გადახედვა
-
სტუდენტებს, რომლებმაც სახელმწიფო დაფინანსება 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოიპოვეს, გრანტი 2031 წლამდე შეუნარჩუნდებათ სტუდენტებს, რომლებმაც სახელმწიფო დაფინანსება 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოიპოვეს, გრანტი 2031 წლამდე შეუნარჩუნდებათ
გადახედვა
კომენტარები