საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო ამბასადორი გოდერძი გაფართოვდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო ამბასადორი გოდერძი გაფართოვდა და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.
ამბასადორი გოდერძის ახალი შენობა თანამედროვე დიზაინის 89 ნომრისგან შედგება. სასტუმრო ჯამში 211 ნომერს, სპა ცენტრებს, აუზებს, რესტორნებს, ბარებს, კლუბს, საკონფერენციო ოთახებს, სათხილამურო მაღაზიას, საბავშვო და სათამაშო სივრცეებს აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს კონცეფცია ski-to-door access-ს ეფუძნება, რაც თხილამურებით სრიალის მოყვარულებისთვის დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს.
ინფორმაციისთვის, ამბასადორი გოდერძი ამბასადორი ჯგუფის რიგით მესამე სასტუმროა საქართველოში. ჯგუფი უკვე მრავალი წელია სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ოპერირებს. ჯგუფი თბილისსა და კაჭრეთში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების გარდა, რესტორნებს, მეღვინეობას, დეველოპერულ პროექტებსა და შავი ზღვის ბათუმის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის პროექტს აერთიანებს.
ამბასადორი ჯგუფი უკვე წლებია ლიდერობს ქართული სტუმარ-მასპინძლობის სფეროში და დიდი წვლილი მიუძღვის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების საქმეში. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის განვითარების მიმართულებით. კურორტ გოდერძიზე მდებარე სასტუმრო ამისი ნათელი მაგალითია, რადგან ამ მოკლე პერიოდში ამბასადორი გოდერძი ახალ მიზიდულობის ცენტრად იქცა, როგორც ქართველი ტურისტებისთვის, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა სასტუმრომ უკვე საერთაშორისო ბაზარზეც გაითქვა სახელი და ყოველ წელს უამრავ უცხოელ ტურისტს ვმასპინძლობთ. მათი ვიზიტის მიზეზი უფრო მეტად გაუკვალავ თოვლში სრიალის სიყვარულია და ამ მხრივ კი კურორტი გოდერძი საუკეთესო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას იძლევა. ახალ შენობაში განთავსებულია უნიკალური სპა, რომელიც ველნესის სფეროში უახლესი მიღწევებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით საუკეთესო სარელაქსაციო გამოცდილებას შესთავაზებს სტუმრებს. ეს სპა ზაფხულის სეზონზე კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის კურორტს ტურისტებისთვის, რაც, თავის მხრივ, დიდ წვლილს შეიტანს გოდერძის, როგორც 4 სეზონის კურორტის პოპულარიზაციაში. აღსანიშნავია ისიც, რომ სასტუმროში დასაქმებულთა დიდი ნაწილი ადგილობრივებისგან შედგება. საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის, ახლახან, ამბასადორი კაჭრეთის ტერიტორიაზე აკადემიის შენობა გავხსენით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბანკი გვერდში უდგას ჩვენი ჯგუფის ახალ წამოწყებებს და მუდმივად მხარს გვიჭერს საინტერესო პროექტების განხორციელებაში. ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კიდევ არაერთ პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“. — განაცხადა ამბასადორი გოდერძის გენერალურმა მენეჯერმა, ქეთევან ჩიგოშვილმა.
„საქართველოს ბანკისთვის სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და პარტნიორი ბიზნესების გაძლიერება პრიორიტეტია. ამბასადორი ჯგუფი ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორია, ჩვენ 10 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ. შესაბამისად, ბანკი ჯგუფის პროექტების განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული და მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებასა და რეგიონების განვითარებასა ემსახურება. ამბასადორი გოდერძის გაფართოება კიდევ ერთი ნაბიჯია კურორტ გოდერძის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტურისტებისთვის თანამედროვე, მაღალი ხარისხის სერვისების შეთავაზების მიმართულებით. მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად აძლიერებს კურორტის ტურისტულ მიმზიდველობას და ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით მსგავსი პროექტები ხორციელდება, რაც, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტების მოზიდვასა და საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის სფეროს განვითარებას უწყობს ხელს“. — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო ქემოკლიძემ.
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
კომენტარები