Zootopia 2 ჰოლივუდის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ანიმაცია გახდა
დისნეის სიქველმა რვა კვირაში კინოგაქირავებაში Pixar-ის Inside Out 2-ს გადაასწრო
ფოტო: Zootopia 2 / Disney
კინოგაქირავებაში ჩაშვების შემდეგ, რვა კვირაში დისნეის ზოოტოპია 2-მა ახალი რეკორდი დაამყარა და ჰოლივუდის სტუდიების მიერ შექმნილ ანიმაციურ ფილმებს შორის ყველაზე მაღალი შემოსავალი მოიპოვა — $1.7 მილიარდი, რითაც Pixar-ის Inside Out 2-ს გადაასწრო და ყველა დროის ანიმაციური ფილმების რეიტინგში (ინფლაციის გარეშე) მეორე ადგილზე გადავიდა.
ზოოტოპია 2 ასევე 2025 წლის ჰოლივუდის ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სტატუსითაც დაასრულებს წელს, მან დისნეის კიდევ ერთ რელიზს, Avatar: Fire and Ash-ს აჯობა.
აშშ-ის შიდა ბაზარზე ზოოტოპია 2-მა უკვე გადააჭარბა $400 მილიონს და მოსალოდნელია, რომ მომდევნო 2–3 კვირაში $423 მილიონს მიაღწევს. ამით ის გადაასწრებს A Minecraft Movie-ს და Lilo & Stitch-ის რიმეიქს და 2025 წლის რელიზებს შორის შიდა ბაზრის ლიდერი გახდება.
ინფლაციის გათვალისწინების გარეშე, დისნეის ეკუთვნის ყველა დროის ჰოლივუდის ანიმაციური ფილმების სამეული — და ოთხეული, თუ CGI-რიმეიქს The Lion King ($1.66 მლრდ) ანიმაციად ჩავთვლით. ამ ჯგუფშია Frozen II ($1.45 მლრდ), ხოლო დისნეის გარეთ ყველაზე შემოსავლიანი ჰოლივუდური ანიმაციაა Illumination-ის The Super Mario Bros. Movie ($1.36 მლრდ).
საინტერესოა, რომ შიდა ბაზარზე ზოოტოპია 2 საბოლოოდ მაინც დაახლოებით $200 მილიონით ჩამორჩება Inside Out 2-ს, რომელმაც 2024 წლის ზაფხულში თითქმის $653 მილიონი მოაგროვა. თუმცა ეს სხვაობა სრულად ანაზღაურდა ფილმის ისტორიული წარმატებით ჩინეთში, იქ ზოოტოპია 2 $619 მილიონს მიუახლოვდა და მზადაა გადაასწროს Avengers: Endgame-ს, როგორც ქვეყნის ყველაზე შემოსავლიან ამერიკულ ფილმს.
ამ შედეგებით ზოოტოპია 2 ახლა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ტოპ-10-შია (ინფლაციის გარეშე) და მეცხრე ადგილს იკავებს, Spider-Man: No Way Home-ის ($1.92 მლრდ) შემდეგ.
"ეს მიღწევა, უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივრებს ეკუთვნით, რომელთა ენთუზიაზმმაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა. ჩვენ უზომოდ ვამაყობთ ჩვენი კინემატოგრაფისტებით, ჯარედ ბუშით, ბაირონ ჰოვარდით და ივეტ მერინოთი. და Walt Disney Animation Studios-ის მთლიანი გუნდით, რომლებმაც შექმნეს ფილმი, რომელიც აუდიტორიას ყველგან ასე უკავშირდება. ზოოტოპია 2 გამორჩეული მიღწევაა და მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მის შექმნაში მონაწილეობდა", — განაცხადა ალან ბერგმანმა, Disney Entertainment-ის თანათავმჯდომარემ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები