ტრამპი, გრენლანდიის გამო, 1-ელი თებერვლიდან 8 ევროპულ ქვეყანას ტარიფებს დაუწესებს
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში საქონლის ექსპორტიორ რამდენიმე ქვეყანაზე ტარიფების ახალი რაუნდის შესახებ გამოაცხადა, რომელიც 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება.
ტრამპმა განაცხადა, რომ ეს ტარიფები ძალაში იქნება მანამ, სანამ აშშ-ს მიერ "გრენლანდიის სრული შეძენის შესახებ შეთანხმებას არ მიაღწევს".
სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე აშშ-ს პრეზიდენტმა დაწერა, რომ ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და ფინეთი, აშშ-ში ექსპორტზე 10%-იანი ტარიფი დაეკისრებათ.
"2026 წლის 1 თებერვლიდან ყველა ეს ქვეყანა — დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და ფინეთი — აშშ-ში გაგზავნილ ყველა საქონელზე 10%-იან ტარიფს გადაიხდის", — განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ 1-ელი ივნისიდან ტარიფი 25%-მდე გაიზრდება.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ფინეთი "გრენლანდიაში უცნობი მიზნებით ჩამოვიდნენ“ და „ძალიან სახიფათო თამაშს" თამაშობენ.
"ამ პოტენციურად საშიში სიტუაციის სწრაფად და უპირობოდ გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად მკაცრი ზომები უნდა იქნას მიღებული", — დასძინა ტრამპმა.
ევროკავშირმა კვირას, საღამოს 5:00 საათზე (16:00 GMT) ბრიუსელში საგანგებო შეხვედრა მოიწვია. Reuters-ის ცნობით, შეხვედრას ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
ამ ფონზე, გრენლანდიამ და დანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კუნძული არ იყიდება.
ხუთშაბათს, ევროპულმა ქვეყნებმა გრენლანდიაში მცირე რაოდენობის ჯარისკაცები გაგზავნეს, რადგან დანიამ განაცხადა, რომ აპირებს კუნძულზე "უფრო დიდი და მუდმივი" NATO-ს წარმომადგენობა იყოს.
ევროპის დაგეგმილი სამხედრო ძალების მასშტაბები არ გახმაურებულა. ჯერჯერობით, კუნძულზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ჯარისკაცი გაიგზავნა, რათა დანიას სამხედრო წვრთნებისთვის მომზადებაში დაეხმაროს. თუმცა, ეს ჟესტი, რომელიც აშშ-ს, დანიისა და გრენლანდიის წარმომადგენლებს შორის ჩიხიდან გამოსვლიდან სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ გაკეთდა, ევროპული სოლიდარობის მკაფიო სიგნალს წარმოადგენს.
საფრანგეთმა, შვედეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და ნორვეგიამ წვრთნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადეს, მოგვიანებით კი მათ ნიდერლანდები შეუერთდა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ვაშინგტონს გრენლანდიის შეძენა ეროვნული უსაფრთხოების მიზნით სჭირდება და არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას.
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები