მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი

19 Jan. 2026, 15:53

"ამ დიდ დღეს [ნათლისღებას] ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში რომ დარბიან, თუმცა ნამდვილად არ ვიცი რატომ დარბიან, რა უნდათ, მაგრამ ისე ყოფილიყოს, რომ ყველას ერთად ერთი დიდი საქმე გვეკეთებინოს, ქართული საქმე... ნურავინ ნუ დავიბრალებთ, რომ — ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით არაფერი არ იქნებოდა — საქართველოს ისტორია არც ახლა იწყება, არც 2003 წლიდან დაწყებულა, არც 2012-დან დაწყებულა...

ერთმანეთი აღარ დავჭამოთ, გვეყო ეს ყველაფერი. რაღაცა შეცდომებს პატიობს ქრისტე და ჩვენც რაღაც ისე გავაკეთოთ. დავუძახოთ, მოვიდნენ მაინც და დაველაპარაკოთ. მთავრობამ და ეკლესიამ ერთად დავუძახოთ. ჩვენ რამდენი წელია ვიძახით შევრიგდეთ, შევრიგდეთო. ხან ვინ გამოხტება, ხან ვინ გამოხტება და ერთმანეთს როგორ მიმართავენ. მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ და თუ ვინმე არ წავა, თავისი ის არის... მერე ყველა ვნახავთ ვის უნდა და ვის არ უნდა მშვიდობა. არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება.ეს არის ველურობა — სხვა არაფერი არ არის. მოდი, მაგაში შევეჯიბროთ ერთმანეთს. საქართველოსთვის სიკეთე ვაკეთოთ ყველამ ერთად. არ ვიტრაბახოთ "მე რომ არა, მე რომ არა". არავინ არ არის შეუცვლელი.

[...]

საერთო მტერთან ერთად ვიბრძოლოთ. საქართველო გავაძლიეროთ და ერთმანეთში მერე გავარჩიოთ საქმეები. დადგა ის დრო. ომებში არ ჩავერთეთ, ახლა ის დროა, რომ ერთმანეთი ისე არ დავაზიანოთ, როდესაც მსოფლიო გადანაწილება დაიწყება, ვიღაცის ხახაში არ მოვხვდეთ. ვიყოთ ერთმანეთთან კარგად, რომ ერთმანეთს არ ვმტრობდეთ... კარგად მივდივართ, მაგრამ სწორად წავიდეთ, ბოლომდე მივიდეთ სწორად, რომ ვინმეს ხახაში არ ჩავუვარდეთ. თუ არავისთან ურთიერთობა არ გქონდა, ვიღაცა მაინც გადაგყლაპავს მერე. ცოტა ხანი იქნები და მერე აღარ გამოჩნდება. აღარც ერთი არც ოპოზიციონერი გაგვახსენდება და აღარც პარლამენტარი."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ხამენეის მხარდამჭერი აქციის კრიტიკის შემდეგ, გიგა ბოკერიას მარნეულელი რელიგიური პირი ეხმაურება
  2. ნათია თურნავა: ოთხმა ქართულმა ბანკმა SWIFT-ის ჩინურ ანალოგ CIPS-ში პირდაპირი წევრობის სურვილი გამოხატა
  3. მოვლენების განვითარების რა სავარაუდო სცენარები არსებობს ირანში? — ინტერვიუ გიორგი კობერიძესთან
  4. MEE: ირანმა შესაძლოა მიზანში ამოიღოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენი, რომელიც ისრაელისთვის ნედლი ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია
  5. მთავრობის ადმინისტრაციის სტრატკომი განმარტავს ბაზალეთის ტბასთან არსებული მიწის ნაკვეთის 100%-იანი წილის მფლობელი როგორ გახდა ეგვიპტის მოქალაქე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს დააკორექტირებენ, რადგან "თავისუფლების მოედანიც" ნაცმოძრაობის წიაღიდანაა

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს დააკორექტირებენ, რადგან ამ კოალიციაში შემავალი…