გალტ & თაგარტის ხელშეწყობით პირველადი საჯარო შეთავაზების მასტერკლასი ჩატარდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
გალტ & თაგარტი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. 6 ივლისს, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თემაზე პირველადი საჯარო შეთავაზება მასტერკლასი ჩატარდა.
პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოებს გალტ & თაგარტი BDO Georgia-სთან ერთად ასრულებს.
ღონისძიებას EBRD-ის კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურის დირექტორი, ატილა ტოსი, გაუძღვა. მასტერკლასი პრაქტიკული შემთხვევების განხილვას და ისეთ საკითხებს დაეთმო, როგორიცაა პირველადი საჯარო შეთავაზების ეკონომიკური დასაბუთება, პირველადი საჯარო შეთავაზების პროცესი, კომპანიის არსებობა პირველადი საჯარო შეთავაზების შემდგომ და როგორ მოვემზადოთ პირველადი საჯარო შეთავაზების მერე.
გალტ & თაგარტისა და BDO Georgia-ის ხელმძღვანელობით, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის პირველ ეტაპზე ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის და იმ ბარიერების კვლევა განხორციელდა, რომლებიც კომპანიებისთვის აღნიშნულ ბაზრებზე წვდომას აფერხებს. პროგრამის მომდევნო ფაზა კი, თანადაფინანსების სქემაში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღებას და საგანმანათლებლო სქემის განხორციელებას დაეთმო. პროგრამა შერჩეულ კომპანიებს სავალო ან/და წილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით, კაპიტალის ბაზრის ათვისებაში უწყობს ხელს.
პროგრამაზე დარეგისტრირებული კომპანიების მიერ ჯამურად დაგეგმილი ემისიის მოცულობა 800-900 მილიონ ლარს შეადგენს.
"მოხარული ვართ, რომ EBRD-თან და ევროკავშირთან პარტნიორობით, გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებაში", — აცხადებს გალტ ენდ თაგარტის მმართველი დირექტორი, ოთარ შარიქაძე, — "პროექტში 21 ქართული კომპანია უკვე ჩაერთო, რომლებიც სხვადასხვა სექტორის მოწინავე მოთამაშეები არიან. პროგრამის ფარგლებში კი, მათ აქვთ საშუალება, მეტად განვითარდნენ და უკეთ აითვისონ კაპიტალის ბაზრები საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით. გვჯერა, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში როგორც კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, ასევე ბაზარზე ახალი მოთამაშეებისა და ემისიების გამოჩენას".
-
როცა ტკბილი გინდება — 6 სასარგებლო ალტერნატივა როცა ტკბილი გინდება — 6 სასარგებლო ალტერნატივა
-
ელენე ხოშტარია: რაც არ უნდა გადაწყვიტონ, საერთოდ არ ინერვიულოთ, ვერაფერს ვერ მოგვაკლებენ ელენე ხოშტარია: რაც არ უნდა გადაწყვიტონ, საერთოდ არ ინერვიულოთ, ვერაფერს ვერ მოგვაკლებენ
გადახედვა
-
ენმ-ის წევრს, ზვიად კუპრავას 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა ენმ-ის წევრს, ზვიად კუპრავას 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, დედამიწა შეიძლება მზის სიკვდილს გადაურჩეს ახალი კვლევის თანახმად, დედამიწა შეიძლება მზის სიკვდილს გადაურჩეს
გადახედვა
-
Wasteless-ის ეკოინიციატივა გრძელვადიან ცვლილებას კახეთიდან იწყებს — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი Wasteless-ის ეკოინიციატივა გრძელვადიან ცვლილებას კახეთიდან იწყებს — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
ზაფხულის ცხელ დღეებს რომ უხდება ზაფხულის ცხელ დღეებს რომ უხდება
-
ლანა ღოღობერიძე: ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ იმაზეა ლაპარაკი, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ელენე ხოშტარიას საავადმყოფოში გადაყვანა და ეს საკამათო და საფიქრალია ლანა ღოღობერიძე: ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ იმაზეა ლაპარაკი, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ელენე ხოშტარიას საავადმყოფოში გადაყვანა და ეს საკამათო და საფიქრალია
გადახედვა
-
მილი ბობი ბრაუნი და დევიდ ჰარბორი ახალ სერიალში კვლავ მამა-შვილის როლებს მოირგებენ მილი ბობი ბრაუნი და დევიდ ჰარბორი ახალ სერიალში კვლავ მამა-შვილის როლებს მოირგებენ
გადახედვა
-
სახელმწიფო უწყებებისთვის კიდევ 164 ჰიბრიდული ავტომობილის შესასყიდად ₾10 მლნ-ზე მეტი გამოიყოფა სახელმწიფო უწყებებისთვის კიდევ 164 ჰიბრიდული ავტომობილის შესასყიდად ₾10 მლნ-ზე მეტი გამოიყოფა
გადახედვა
-
შსს-მ ₾37 მლნ-ზე მეტი ღირებულების 700 კგ-მდე ნარკოტიკი გაანადგურა შსს-მ ₾37 მლნ-ზე მეტი ღირებულების 700 კგ-მდე ნარკოტიკი გაანადგურა
გადახედვა
-
თერმო ცენტრში პანელური, სექციური და დეკორატიული რადიატორების ყველაზე ფართო არჩევანი დაგხვდებათ თერმო ცენტრში პანელური, სექციური და დეკორატიული რადიატორების ყველაზე ფართო არჩევანი დაგხვდებათ
-
თიბისის პირველი UX დიზაინერი — გიორგი სოსებაშვილი: ინტერვიუ დიზაინზე, გუნდზე და მომავალზე თიბისის პირველი UX დიზაინერი — გიორგი სოსებაშვილი: ინტერვიუ დიზაინზე, გუნდზე და მომავალზე
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
-
ქვიზი: გამოიცანი კალათბურთის მოთამაშე სილუეტით ქვიზი: გამოიცანი კალათბურთის მოთამაშე სილუეტით
-
საფრანგეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა — პილოტი და ათივე მგზავრი დაიღუპა საფრანგეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა — პილოტი და ათივე მგზავრი დაიღუპა
გადახედვა
-
6 ჩვევა ძილის გასაუმჯობესებლად 6 ჩვევა ძილის გასაუმჯობესებლად
-
რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ევროპაში — ჯანმოს განცხადებით, მსხვერპლი 1 300-ს აჭარბებს რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ევროპაში — ჯანმოს განცხადებით, მსხვერპლი 1 300-ს აჭარბებს
გადახედვა
-
ევროპაში რეკორდული სიცხის გამო 1300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ევროპაში რეკორდული სიცხის გამო 1300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სიახლე PSP-ში — ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან სიახლე PSP-ში — ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
-
მზადება ახალი თავგადასავლისთვის — თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება მზადება ახალი თავგადასავლისთვის — თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
-
ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები