ირაკლი კობახიძე რუსეთის პროპაგანდისტს, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, "საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.".

ამერიკელი ეკონომისტი ჯეფრი საქსი ამტკიცებს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოება და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა იყო. საქსს ხშირად აკრიტიკებენ, რადგან მისი განცხადებები კრემლის ნარატივებს ემთხვევა და რუსეთის პასუხისმგებლობას ამცირებს