რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ევროპაში — ჯანმოს განცხადებით, მსხვერპლი 1 300-ს აჭარბებს
ფოტო: Getty Images
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, ევროპაში ზაფხულის დასაწყისისთვის უპრეცედენტო სიცხის ტალღა, სავარაუდოდ, ასობით ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. ანომალიური სიცხე ამჟამად აღმოსავლეთისკენ გადაადგილდება, რის გამოც კვირას მაღალი ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლები გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში დაფიქსირდა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პლატფორმა X-ზე აღნიშნა, რომ 21 ივნისის შემდეგ რეგიონში 1 300-ზე მეტი ჭარბი სიკვდილიანობის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პირდაპირ უკავშირდება მაღალ ტემპერატურას.
მოქალაქეები ბერლინის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ფოტო: Reuters
"თერმულ სტრესს ხშირად "ჩუმ მკვლელს" უწოდებენ. პრობლემა ისაა, რომ ევროპული სახლები, სამუშაო სივრცეები და სკოლები უბრალოდ არ არის გათვლილი ასეთი სიცხისთვის", — აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
გერმანიაში ზედიზედ მესამე დღეა რეკორდულად მაღალი 41.7°C ფიქსირდება. ანომალიური სიცხეა ჩეხეთშიც, სადაც ბოლო ორ დღეში უკვე მეორე ტემპერატურული მაქსიმუმი, 41.1°C დაფიქსირდა.
ყველაზე მძიმე მდგომარეობა საფრანგეთშია, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული ოთხშაბათის შემდეგ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოსალოდნელზე 1 000-ით მეტია. უწყების განმარტებით, მსხვერპლთა უმეტესობა 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში, ტემპერატურის მატებასთან ერთად, არაოფიციალურ საცურაო ადგილებში სულ მცირე 74 ადამიანი დაიხრჩო. უბედური შემთხვევების უმეტესობა ისეთ წყალსატევებში, ტბებსა და მდინარეებში მოხდა, რომლებიც მაშველების მიერ არ კონტროლდება.
მოქალაქეები პარიზში, ეიფელის კოშკთან მდებარე ტროკადეროს შადრევანში გრილდებიან.
ფოტო: Getty Images
ტედროს გებრეიესუსმა ხაზგასმით, კლიმატის ცვლილების ფონზე ევროპა დედამიწაზე ყველაზე სწრაფი ტემპით — გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ უფრო მეტად თბება. მისივე თქმით, ამჟამად მილიონობით ადამიანი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს: რეგიონში დაკეტილია სკოლები, ხოლო გადატვირთული ელექტროქსელები კოლაფსის პირასაა.
ივნისის ამ რეკორდული სიცხის მიზეზად სინოპტიკოსები "თერმულ გუმბათს" ასახელებენ. ამ დროს ცხელი ჰაერის მასები მაღლა ასვლის ნაცვლად მიწისკენ ეშვება, დაბლა ჩამოსვლისას იკუმშება და კიდევ უფრო მეტად ხურდება. ამავდროულად, ეს პროცესი აშრობს ჰაერს, რაც ღრუბლების წარმოქმნას უშლის ხელს. შედეგად, მცხუნვარე მზე მიწის ზედაპირს კიდევ უფრო მეტად ახურებს.
ტედროს გებრეიესუსის თქმით, ის, რაც ადრე "თაობაში ერთხელ" მომხდარ ანომალიად ითვლებოდა, ახლა თითქმის ყოველწლიურ მოვლენად იქცა. ჯანმოს ხელმძღვანელმა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად სასწრაფოდ აამოქმედონ საგანგებო გეგმები.
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
კომენტარები