თიბისის პირველი UX დიზაინერი — გიორგი სოსებაშვილი: ინტერვიუ დიზაინზე, გუნდზე და მომავალზე
ფოტო: თიბისი
დღეს, როდესაც ციფრული ბანკინგი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ცოტას თუ ახსოვს, როგორ იქმნებოდა ქართული ინტერნეტბანკის დიზაინი.
გაიცანით თიბისის პირველი UX დიზაინერი, გიორგი სოსებაშვილი, რომელიც ინდუსტრიის გამოწვევებზე, თავის მრავალფეროვან პროფესიულ გამოცდილებასა და დიზაინში ხელოვნური ინტელექტის როლზე გვესაუბრა.
როგორ გაჩნდა იდეა, რომ ინტერნეტბანკის შენი ვერსია შეგექმნა და გაგეზიარებინა?
ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, ბევრს ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ კეთდებოდა ის ვებგვერდები და აპლიკაციები, რომლებსაც ვიყენებდი და როგორ შეიძლებოდა მათი გაუმჯობესება. ინტერნეტბანკი იმ დროს ერთ-ერთ პირველ ციფრულ პროდუქტად ითვლებოდა და ამავდროულად, ერთ-ერთ ყველაზე რთულადაც — ვიღაცები უკვე იყენებდნენ, თუმცა ბევრისთვის მაინც უცხო იყო. ეს კონტრასტი მაინტერესებდა, ამიტომ დავიწყე ინტერნეტბანკის აპლიკაციის ჩემი ვერსიის დახატვა და ფორუმებზე გაზიარება.
მთავარი მიზანი სამსახურის მოძებნა არ იყო. მინდოდა, მეჩვენებინა, რომ იმავე პრობლემების სხვაგვარად გადაწყვეტა შეიძლებოდა და მენახა, რას იტყოდნენ ამაზე სხვები.
როგორ დაგიკავშირდნენ თიბისიდან და როგორ გახსოვს პირველი დღეები, როცა UX დიზაინერი გახდი?
ფორუმებზე გამოქვეყნებულმა ნამუშევრებმა თიბისის ყურადღება მიიქცია და სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. კომპანიას მკაფიო მიზანი ჰქონდა — მომხმარებლების ყოველდღიურობის გამარტივება და შესაბამისად, ფილიალებიდან მათი ციფრულ პლატფორმებზე გადაყვანა. ამისთვის სჭირდებოდათ ადამიანი, ვინც დიზაინში გადაწყვეტილებების მიღებისას კონკრეტულად მომხმარებლის გამოცდილებაზე იფიქრებდა. ბრენდი დამიკავშირდა და მეც დავთანხმდი, რადგან პირველად დავინახე, რომ ჩემს საქმეს ასიათასობით ადამიანის ყოველდღიურობაზე ექნებოდა გავლენა. ასე გავხდი ერთ-ერთი პირველი UX დიზაინერი საქართველოში.
რა იყო მთავარი გამოწვევები მაშინ?
პირველი დღეები თიბისიში ერთდროულად საინტერესოც იყო და რთულიც, რადგან გზა, რომელსაც გავყვებოდი, უბრალოდ არ არსებობდა. ერთი რამ, რაც კარგად მახსოვს, არის იმ გუნდის წევრების მხარდაჭერა, რომლებიც ჩემთან ერთად ქმნიდნენ პირველ საბანკო ციფრულ გამოცდილებას.
ჩემი მთავარი ამოცანა ინტერნეტბანკის ადამიანების საჭიროებაზე მორგება იყო. ამისთვის კვლევების ჩატარება დავიწყე. კონკრეტული შედეგებით ვცდილობდი მეჩვენებინა, რომ დიზაინი გემოვნების საკითხი არ არის და ამაზე ბევრად მეტია.
თიბისისთან ერთად, გიმუშავია Redberry-ში და სხვა პროექტებზე. რა დაგიტოვა ამ პერიოდმა?
ეს ჩემთვის ძალიან მრავალფეროვანი პერიოდი იყო — გავცდი ერთ ინდუსტრიას და სხვადასხვა ტიპის გუნდებთან ვიმუშავე. პროფესიულად ყველაზე მეტად ბიზნესის მხარეს მიღებულმა გამოცდილებამ გამზარდა. გუნდის მართვასთან ერთად, აქტიურად ჩავერთე დიზაინ-სერვისების გაყიდვაშიც, სადაც შეთავაზებებს კლიენტის საჭიროებებზე ვარგებდით. ეს მიდგომა 100-ზე მეტ კლიენტთან გამოვცადეთ და პროექტების უმეტესობა წარმატებით განვახორციელეთ.
ორი წლის წინ ისევ თიბისის დაუბრუნდი. რა დაგხვდა შეცვლილი?
სიმართლე ვთქვა, ჩემი მთავარი მოტივაცია ის ადამიანები იყვნენ, ვისთან ერთადაც ადრე ვმუშაობდი, მათთან საქმის კეთება ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულ კომფორტთან ასოცირდებოდა. კომპანიიდან წასვლის შემდეგაც კი, გუნდთან კავშირი არ გამიწყვეტია, პროფესიულ ხედვებსა თუ იდეებს ერთმანეთს სულ ვუზიარებდით.
როცა ახალი ვაკანსია გამოჩნდა, დავინტერესდი, როგორ განვითარდნენ ის გუნდები და პროდუქტები, რომლებიც აქ დავტოვე. ცვლილება მასშტაბური აღმოჩნდა: თუ ადრე სულ 200-ნი ვიყავით, დღეს თიბისი 1000-ზე მეტ ტექ-პროფესიონალს აერთიანებს. განსაკუთრებით დიზაინის გუნდი გაიზარდა — ჩემი წასვლისას თუ 4 ადამიანისგან შედგებოდა, ახლა მიმართულება 40-მდე დიზაინერს, მკვლევარს, UX მწერალსა და დიზაინ-სისტემის წევრს ითვლის.
დაბრუნებისას ინვესტიციების მიმართულებაზე დავიწყე მუშაობა. ეს სრულიად ახალი ფუნქციონალი იყო, რომელიც მანამდე არც აპლიკაციაში არსებობდა და არც ზოგადად საქართველოში. საინტერესო იყო იმის გააზრება, თუ როგორ აღიქვამდა ამ გამოცდილებას მომხმარებელი, ვისაც მსგავს სერვისთან შეხება არასოდეს ჰქონია. გუნდთან მუშაობაც საოცრად სახალისო და კომფორტული აღმოჩნდა — აქ ისევ ძველი, მხარდამჭერი გარემო და მოტივირებული პროფესიონალები დამხვდნენ.
გამოყავი რამდენიმე პროექტი, რაზეც ბოლო პერიოდში გუნდთან ერთად იმუშავე
ბოლო დროის ყველაზე საინტერესო პროექტი ჩემი დღევანდელი როლია — ვარ პლატფორმების მიმართულების ლიდ დიზაინერი. მარტივად რომ ავხსნათ: არის გუნდები, რომლებიც კონკრეტულ ფუნქციონალზე მუშაობენ, მაგალითად, დეპოზიტებზე, გადარიცხვებსა თუ გადახდებზე. პლატფორმების გუნდი კი მთლიან ციფრულ გარემოზე ზრუნავს, რათა მომხმარებლისთვის მარტივად გამოსაყენებელი იყოს.
საით მიდის UX/UI მიმართულება და რა გეგმები გაქვთ თიბისიში?
ჩემი აზრით, ჩვენი სფეროს მომავალი პირდაპირ ხელოვნურ ინტელექტთან არის დაკავშირებული. დიზაინერების მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება მომხმარებელზე ახდენს გავლენას, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, თუ რაზე დაყრდნობით ვაკეთებთ ამ არჩევანს. AI სწორედ აქ ხდება ჩვენი მთავარი მოკავშირე — ის გვეხმარება მონაცემების მოწესრიგებასა და რუტინული პროცესების მაქსიმალურად დაჩქარებაში. თუმცა, ერთი რამ ცხადია: დიზაინერის როლი და ადამიანური ფაქტორი უცვლელად პრიორიტეტული რჩება.
ამ მიმართულებით თიბისიში დიდი გეგმები გვაქვს. გვინდა, პლატფორმების დიზაინი ისე განვავითაროთ, რომ სხვადასხვა გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის თანხვედრაში იყოს თიბისის ერთიან ხედვასთან. ჩვენი მიზანია, რუტინული საქმე სრულად ავტომატიზდეს, რათა დიზაინერებს არ დაეკარგოთ კრეატიული რესურსი და იდეებზე ფიქრის დრო დარჩეთ.
რა არის მთავარი, რაც დამწყებმა დიზაინერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეალური პროგრესი ჰქონდეთ?
ჩემი რჩევა დამწყები დიზაინერებისთვის ასეთია: მთავარია, ნებისმიერი იდეის განხორციელება სცადო. რაც უნდა გიჟურად გეჩვენებოდეს, ის შეიძლება მალევე იქცეს ინდუსტრიის სტანდარტად. შიში, რომ "რაღაც გაფუჭდება", მხოლოდ ერთი რამით შეგიძლია დაამარცხო: იმის გააზრებით, რომ პროდუქტი მანამ არის მხოლოდ აბსტრაქცია, სანამ მას რეალურ ცხოვრებაში არ გამოცდი და მის ნამდვილ ღირებულებას არ დაინახავ.
რას ნიშნავს შენთვის თიბისის მესიჯი — „შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს“?
ჩემთვის ეს მესიჯი პირველ რიგში რწმენაზეა — იმაზე, რომ გჯეროდეს შენი მიზნის მაშინაც კი, როცა გზად წინააღმდეგობებს ხვდები. თუმცა მთავარი მაინც ერთია: შენი გუნდის წევრებსაც იგივე მიზანი ჰქონდეთ და მზად იყვნენ შენთან ერთად იბრძოლონ ამისთვის. სწორედ მაშინ ხდება შეუძლებელი შესაძლებელი.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები