ნუმენორის დაცემა — ტოლკინის ახალი წიგნი შემოდგომაზე გამოიცემა
ფოტო: HarperCollins
ლეგენდარული ინგლისელი მწერლისა და ბეჭდების მბრძანებლის შემქმნელის, ჯონ რ.რ. ტოლკინის ახალი წიგნი — ნუმენორის დაცემა — მალე დღის სინათლეს იხილავს. წიგნი, რომელიც მეორე ეპოქის შესახებ დაწერილ ტექსტებს გააერთიანებს, 2022 წლის 10 ნოემბერს გამოიცემა.
გამოცემა მოიცავს ამბებს ნუმენორის დაფუძნებაზე, ბეჭდების გამოჭედვასა და საურონის წინააღმდეგ შეკრულ უკანასკნელ ალიანსზე. წიგნის შემდგენელი და კომენტარების ავტორი ტოლკინისტი ბრაიან სიბლია, ილუსტრატორი კი ცნობილი მხატვარი, ალან ლი. აღსანიშნავია, რომ ტექსტები გამოსაცემად თავდაპირველად მწერლის შვილმა, ქრისტოფერ ტოლკინმა მოამზადა.
ტოლკინის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები — ჰობიტი და ბეჭდების მბრძანებელი — გასულ საუკუნეში გამოიცა. მას შემდეგ ეს წიგნები ჟანრის ნამდვილ კლასიკად და მსოფლიო ბესტსელერებად იქცა. შუახმელეთის შესახებ მოთხრობილი ამბები თარგმნილია 70-ზე მეტ ენაზე და გაყიდულია 150 მილიონ ეგზემპლარად.
აღსანიშნავია, რომ ტოლკინის დანატოვარი შემოქმედება მისი სიკვდილის შემდეგაც დაიბეჭდა მწერლის შვილის, ქრისტოფერის წყალობით. ამ გამოცემების ნაწილი: ჰურინის შვილები, ბერენი და ლუთიენი და გონდოლინის დაცემა, ბოლო წლებში ქართულ ენაზეც ითარგმნა. ქართულად ასევე თარგმნილია ავტორის დაუსრულებელი კრებული, სილმარილიონი, სადაც პირველ და მეორე ეპოქებში მომხდარ ამბებს ვეცნობით.
ჰობიტისა და ბეჭდების მბრძანებლის მიხედვით ჰოლივუდში არაერთი პრესტიჟული პრემიით დაჯილდოებული ფილმებიც გადაიღეს, თუმცა, ტოლკინისტები განსაკუთრებულად ელოდებიან 2 სექტემბერს, როცა კომპანია ამაზონის მიერ შექმნილი მაღალბიუჯეტიანი სერიალი ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდები გამოვა. სერიალის ტრეილერს თუ დავეყრდნობით, წინ ნამდვილად ზღაპრული სანახაობა გველოდება.
-
ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
გადახედვა
-
თბილისში, ვერაზე სროლა იყო, არიან დაჭრილები თბილისში, ვერაზე სროლა იყო, არიან დაჭრილები
გადახედვა
-
მეცნიერებს სურთ, შექმნან სისტემა, რომელიც კოსმოსში ბირთვულ იარაღს დააფიქსირებს მეცნიერებს სურთ, შექმნან სისტემა, რომელიც კოსმოსში ბირთვულ იარაღს დააფიქსირებს
გადახედვა
-
მეცნიერები ადამიანის კბილების ხელახლა გაზრდას ცდილობენ მეცნიერები ადამიანის კბილების ხელახლა გაზრდას ცდილობენ
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, სიმშვიდის შესანარჩუნებლად მაიმუნები ერთმანეთს კოცნიან და ეხუტებიან ახალი კვლევის თანახმად, სიმშვიდის შესანარჩუნებლად მაიმუნები ერთმანეთს კოცნიან და ეხუტებიან
გადახედვა
-
როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
გადახედვა
-
საია: "სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს" საია: "სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს"
გადახედვა
-
Netflix-მა ფენტეზის ჟანრის სერიალი გამოუშვა, რომელსაც Rotten Tomatoes-ზე 100%-იანი შეფასება აქვს Netflix-მა ფენტეზის ჟანრის სერიალი გამოუშვა, რომელსაც Rotten Tomatoes-ზე 100%-იანი შეფასება აქვს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი მომღერალი ნამდვილი სახელით კროსვორდი: გამოიცანი მომღერალი ნამდვილი სახელით
გადახედვა
-
ქვიზი: რა სიშორეზე გაგირბიან ქრაშები? ქვიზი: რა სიშორეზე გაგირბიან ქრაშები?
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი იქნება
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი სასარგებლო ნივთიერებაა სხვადასხვა ხილში ტესტი: გამოიცანი, რომელი სასარგებლო ნივთიერებაა სხვადასხვა ხილში
-
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
-
"ძლიერი საქართველო — ლელო" გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას "ძლიერი საქართველო — ლელო" გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას
გადახედვა
-
"ნუ აყენებენ შეურაცხყოფას სხვას და ყველაფერი იქნება კარგად" — ლევან მაჭავარიანი ვახო სანაიას დაკავებაზე "ნუ აყენებენ შეურაცხყოფას სხვას და ყველაფერი იქნება კარგად" — ლევან მაჭავარიანი ვახო სანაიას დაკავებაზე
გადახედვა
-
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
-
აზერბაიჯანმა და გერმანიამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი აზერბაიჯანმა და გერმანიამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანმა "ოდისეას" გადაღებებზე აგების ჩაცმა აკრძალა — აი, რატომ კრისტოფერ ნოლანმა "ოდისეას" გადაღებებზე აგების ჩაცმა აკრძალა — აი, რატომ
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური: პოლიციამ ₾22 400-ის ფალსიფიცირებული Jack Daniel’s ამოიღო საგამოძიებო სამსახური: პოლიციამ ₾22 400-ის ფალსიფიცირებული Jack Daniel’s ამოიღო
გადახედვა
-
PLUS ქულები მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გროვდება PLUS ქულები მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გროვდება
-
მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები დასახელდა — ნახეთ წლევანდელი ათეული მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები დასახელდა — ნახეთ წლევანდელი ათეული
გადახედვა
კომენტარები