ISFED: უზენაესმა სასამართლომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან 2 თანამშრომელის გათავისუფლება უკანონოდ ცნო
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლითაც სსიპ "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან" მარინა თაქთაქიშვილის, თეიმურაზ საყვარელიძისა და ე.ს.-ის გათავისუფლება უკანონოდ ცნო. ინფორმაციას ISFED ავრცელებს, რომლის ადვოკატი თეონა კილაძეც სასამართლოში მოსარჩელეთა ინტერესებს იცავდა.
სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, მოპასუხე მხარეს უკანონოდ დათხოვნილი თანამშრომლებისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
ISFED-ის ცნობით, პროცესები 2021 წლის 25 ნოემბერს, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. სააგენტოში გამოცხადდა რეორგანიზაცია "თანამშრომელთა კომპეტენციის დადასტურების" საბაბით.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს პროცესის რამდენიმე მნიშვნელოვან დარღვევაზე:
- სპეციალისტების კომპეტენციის შესამოწმებლად ტესტირება დაინიშნა ზოგად უნარებსა და მათემატიკაში — პროფესიული კითხვების გარეშე და მინიმალური ზღვარის დადგენის გარეშე.
- არცერთ ეტაპზე გასაუბრების პროცესს არ ესწრებოდნენ დარგის პროფესიონალები.
- კომისიაში მოწვეული ექსპერტები (ძირითადად იურისტები) სვამდნენ ზოგად კითხვებს, რომლებსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა თანამშრომელთა საქმიანობასთან.
- არ ხორციელდებოდა გასაუბრების აუდიო ან ვიდეოჩაწერა.
- მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებმა 2021 წლის ტესტირებაც და გასაუბრებაც წარმატებით გაიარეს, 9 თვის შემდეგ, 2022 წლის 15 იანვარს, ახალი რეორგანიზაცია გამოცხადდა. შედეგად, მინისტრისთვის "მიუღებელი კადრები" დაკავებულ პოზიციასთან "შეუსაბამობის" მოტივით მაინც გაათავისუფლეს.
ვინ არიან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები?
მარინა თაქთაქიშვილი — სააგენტოში 2012 წლიდან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მუშაობდა. იყო სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრი, ამავე საბჭოს სექციის მდივანი და არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა თუ კვლევის ავტორი.
თეიმურაზ საყვარელიძე — სააგენტოში დაფუძნების დღიდან (2009 წლიდან) სამეურნეო განყოფილებაში მოღვაწეობდა და ლოგისტიკურ საკითხებს ზედამხედველობდა.
ე.ს. — 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურს, ხოლო მოგვიანებით ეკონომიკური სამსახურის უფროსი სპეციალისტი იყო, რომელიც სააგენტოს ფინანსურ ანგარიშებსა და მართვას უზრუნველყოფდა.
"2021 და 2022 წლების რეორგანიზაციების შედეგად სამუზეუმო საქმისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უმაღლესი კლასის სპეციალისტები სამსახურიდან გათავისუფლდნენ. ამ მასშტაბის კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების თანამდებობიდან გათავისუფლება აუხსნელი და კულტურის სფეროსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი გადაწყვეტილებაა", — აღნიშნულია ISFED-ის განცხადებაში.
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
კომენტარები