ე.წ. სამხრეთ ოსეთი უკმაყოფილოა, რომ EU მზადაა, სირიასთან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის სახელით სირიასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის მიზანს სირიის ხელმძღვანელობაზე ზეწოლა და დამასკოს მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის გადაწყვეტილების გადახედვა წარმოადგენს.
"ევროკავშირის მხრიდან მსგავს რიტორიკას სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად განვიხილავთ. ევროკავშირი, რომელიც სიტყვიერად აცხადებს ერთგულებას საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემისადმი, სინამდვილეში ცდილობს უკარნახოს დამოუკიდებელ სირიას, თუ რა საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და რომელი უნდა გააუქმოს", — აღნიშნულია განცხადებაში.
ე.წ. სამინისტრომ გაიხსენა, რომ 2018 წელს სირიის მიერ "სამხრეთ ოსეთის" ცნობა იყო სუვერენული სახელმწიფოს თავისუფალი ნების გამოვლენა, რომელიც ეფუძნებოდა ობიექტურ ისტორიულ რეალობასა და ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას.
"ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვით და არ ექვემდებარება გადახედვას გარე ძალების ზეწოლით", — დასძინეს უწყებაში და ხაზი გაუსვეს, რომ ბრიუსელის მცდელობები, გამოიყენოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ბერკეტები ამიერკავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გადასახედად, ფუჭი და კონტრპროდუქტიულია.
ამასთან, ე.წ. "საგარეო საქმეთა სამინისტრომ" მოუწოდა ევროკავშირს, ყურადღება გაამახვილოს იმ რეალურ მიზეზებზე, რამაც "რესპუბლიკის დამოუკიდებლობის" ცნობამდე მიიყვანა პროცესები — კერძოდ, თბილისის აგრესიულ პოლიტიკაზე, რამაც 2008 წელს "სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ფიზიკური განადგურების ზღვარზე მიიყვანა".
შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზადაა, სირიის ახალ ხელისუფლებასთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს.
სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დროს, აღიარა. ამის შემდეგ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
კომენტარები