როგორ იქმნება მცირე ბიზნესის ჯაჭვი — ინიციატივა, რომელიც მცირე ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
ქალაქში ბევრი ისეთი მცირე ბიზნესია, რომლებსაც ერთხელ თუ აღმოაჩენ, შეუძლებელია, სხვას არ ურჩიო. პატარა კაფე, ორიგინალური კონცეპტ-მაღაზია, მყუდრო ღვინის ბარი თუ ფერადი ყვავილების მაღაზია ხშირად სწორედ რეკომენდაციებით პოულობს ახალ მომხმარებლებს. საქართველოს ბანკის ინიციატივა — მცირე ბიზნესის ჯაჭვი ამ ბუნებრივ პროცესს ახალ ფორმას აძლევს — ბიზნესები ერთმანეთს თავიანთ მომხმარებლებს უზიარებენ და ერთიან ქსელს აყალიბებენ.
როცა ერთი ვიზიტი მეორეს იწვევს
წარმოიდგინეთ, რომ საყვარელ ყავის მაღაზიაში სტუმრობის შემდეგ ფასდაკლების ვაუჩერს იღებთ, რომელიც მიგიყვანთ სხვა საინტერესო სივრცეში, მაგალითად, კაფეში, სადაც ტკბილეულით გაგიმასპინძლდებიან. იქ სტუმრობისას კი მორიგი შეთავაზება გხვდებათ — უკვე კიდევ ერთი მცირე ბიზნესისთვის.
ასე იქმნება ჯაჭვი — თითოეული ბიზნესი არა მხოლოდ საკუთარ მომხმარებელს მასპინძლობს, არამედ პარტნიორი კომპანიებისთვისაც ახალი ვიზიტორების წყარო ხდება.
ამ მოდელს ბევრი უპირატესობა აქვს: ბიზნესი ახალ აუდიტორიას იძენს, მომხმარებელი კი ახალ ადგილებსა და ბრენდებს აღმოაჩენს, თანაც სპეციალური შეთავაზებით სარგებლობს.
როგორ მუშაობს მცირე ბიზნესის ჯაჭვი?
კამპანიის მექანიზმი მარტივია.
ჯაჭვში ჩართული ბიზნესი მომხმარებელს სტუმრობისას 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერს გადასცემს, რომლის გამოყენებაც სხვა ბიზნესთან შეუძლია. შედეგად, მომხმარებელი ერთი ბიზნესიდან მეორეში გადადის და ჯაჭვი ბუნებრივად გრძელდება.
კამპანიაში ჩართვის შემდეგ:
- ბანკი ბიზნესს აწვდის კამპანიის მასალებს;
- სივრცეში განთავსდება პოსტერი და ფასდაკლების ვაუჩერები;
- მომხმარებელი ვაუჩერს მიიღებს და მას პარტნიორ ბიზნესში გამოიყენებს;
- იქედან კი ახალი შეთავაზებით კიდევ ერთ მცირე ბიზნესს აღმოაჩენს.
მცირე ბიზნესები, რომლებიც უკვე ჯაჭვში ჩაებნენ
პირველ ეტაპზე ინიციატივას უკვე შეუერთდნენ სხვადასხვა სფეროში მოქმედი მცირე ბიზნესები:
Ganjina, Dodonut, Lunatic, City Hikers, JPG, mob.burgers, Wine Square, Maua.concept, Sio.
ეს კი მხოლოდ დასაწყისია — ჯაჭვი ეტაპობრივად გაიზრდება და მას კიდევ უფრო მეტი მცირე ბიზნესი შეუერთდება.
ვის შეუძლია ჩართვა?
მცირე ბიზნესის ჯაჭვში მონაწილეობა შეუძლიათ იმ კომპანიებს, რომლებიც:
- ფლობენ საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიშსა და POS-ტერმინალს;
- მომხმარებლებს ფიზიკურ სივრცეში მასპინძლობენ;
- მზად არიან, ჯაჭვში ჩართული სხვა ბიზნესებიდან მისულ მომხმარებლებს 20%-იანი ფასდაკლება შესთავაზონ.
მეტი, ვიდრე ფასდაკლება
ფასდაკლება ამ ინიციატივის მხოლოდ ერთი ნაწილია. მთავარი იდეა მცირე ბიზნესებს შორის თანამშრომლობაა.
მცირე ბიზნესებისთვის ახალი მომხმარებლის მოზიდვა ყოველდღიური ამოცანაა. მცირე ბიზნესის ჯაჭვი კი ახალ მიდგომას გვთავაზობს — რა მოხდება, თუ ბიზნესები ერთმანეთისთვის ახალი მომხმარებლების რეკომენდაციის წყარო გახდებიან?
თუ ფლობ მცირე ბიზნესს და გინდა, შენი კომპანია ამ ჯაჭვის ნაწილი გახდეს, შეგიძლია შეავსო განაცხადი და შეუერთდე ინიციატივას. შესაძლოა, შენი შემდეგი მომხმარებელი სწორედ პარტნიორი ბიზნესიდან მოვიდეს.
-
"არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე "არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია
გადახედვა
-
უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე
გადახედვა
-
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
"მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს? "მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს?
გადახედვა
-
გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
კომენტარები