პაპი ფრანცისკეს განცხადებით, უკრაინაში შესაძლო ვიზიტის განსახილველად უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს ახლო მომავალში შეხვდება. ვატიკანის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე კითხვა-პასუხის დროს უკრაინელმა ბავშვმა პაპს ჰკითხა:

"შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა იმ ბავშვის გადასარჩენად, რომლებიც ახლა იქ იტანჯებიან?"

პაპის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის და ამისთვის შესაფერისი დროის მოძებნაა საჭირო.

"იოლი არ არის ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შეიძლება მსოფლიოსთვის მეტი ზიანი გამოიწვიოს, ვიდრე სიკეთე. მე უნდა შევარჩიო შესაფერისი მომენტი ამის გასაკეთებლად. მომავალ კვირას მე მივიღებ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც აქ სასაუბროდ ჩამოვლენ და თუნდაც ჩემს შესაძლო ვიზიტზე ვისაუბრებთ. ვნახოთ რა მოხდება", — აღნიშნა მან.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.