პოლიციის დღეზე პრეზიდენტმა ფემიციდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო
პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ფემიციდის შემთხვევებზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა და ოჯაში ძალადობისას ქალები პოლიციაში მიმართვისას უფრო დაცულად გრძნობენ თავს, მაგრამ უფრო მეტია სამუშაო.
"მართალია, ზოგ-ზოგიერთებს არ უყვართ სიტყვა სამარცხვინოა, მაგრამ ჩემთვის და ვიცი რომ თქვენთვისაც, სამარცხვინო არის დღეს, რომ საქართველოში ხდება კიდევ ის სასტიკი ქალთა მკვლელობა ბავშვების თვალების წინაშე.
ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ. თქვენთვისაც ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და ვიცი, რომ ამ კუთხით უკვე ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოყვება შემაკავებელი ორდერი და ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი. მაგრამ ისიც ვიცით, თქვენც და მეც და ყველამ, რომ კიდევ ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით, იმისთვის, რომ ეს საქართველოში აღარ მოხდეს", — განაცხადა მან.
პრეზიდენტმა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავრობას, პარლამენტს და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, ოჯახში ძალადობა უნდა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა.
"ეს აღარ უნდა დავუშვათ და ეს არის ჩვენი ერთობლივი მიმართულება, რომ ამისკენ ყველა ნაბიჯი გადავდგათ, ყველა ზომა მივიღოთ. ეს იქნება მთავრობა, პარლამენტი, თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილება, ყველანაიარად უნდა ვეცადოთ, რომ იმას მიაღწიოთ, რომ ოჯახში ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა და ეს იქნება თქვენი დამსახურება", — განაცხადა პრეზიდენტმა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ერთი ქალი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ცოლის დაჭრაში ბრალდებულ კაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
გარდა ამისა, პოლონეთში ქმარმა მოკლა საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელსაც ასევე შემაკავებელი ორდერი ჰქონდა.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კანონით შესაძლებელია, მოძალადე განარიდონ მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან იმ შემთხვევაშიც, როდესაც საცხოვრებლის მესაკუთრე მოძალადეა. ასევე, შესაძლებელია მსხვერპლისა და მისი არასრულწლოვანი შვილის სახელმწიფო თავშესაფარში გადაყვანა.
ოჯახში ძალადობა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ შეხებას. ოჯახის წევრის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, სიტყვიერი შეურაცხყოფა ასევე ძალადობაა და კანონით აკრძალულია.
ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციის გამოძახება შესაძლებელია 112-ზე დარეკვით. ზარი უფასოა. საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 116 006. შესაძლებელია 112-ის აპლიკაციის გადმოწერაც, სადაც ღილაკზე SOS დაჭერით პოლიციასთან შეტყობინება შევა და სამართალდამცველები ლოკაციის მიხედვით გიპოვიან. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას უფასოდ სთავაზობენ.
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
კომენტარები