გვინდა, საქართველომ კუთვნილი ადგილი დაიკავოს ევროპაში, დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ — ჰარცელი
"ჩვენ გვინდა, საქართველომ დაიკავოს კუთვნილი ადგილი ევროპაში და დაგვეხმარეთ, რომ ჩვენც დაგეხმაროთ", — აცხადებს ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელი და აღნიშნავს, რომ ახლა არა ერთმანეთის დადანაშაულების, არამედ საერთო ღირებულებების ირგვლივ გაერთიანების დროა.
"საქართველოს შეეძლო, უფრო უკეთ მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის, ეს ემთხვევა იმ დროს, როდესაც ევროკავშირს მზარდად აშფოთებს ქვეყნის ამჟამინდელი ტრაექტორია — ბოლო წლებში შენელდა რეფორმების ტემპი, რომელიც ნაწილობრივ გამუდმებულ პოლიტიკურ კრიზისს უკავშირდება და პასუხი ორივე მხარეს ეკისრება ამაზე.
ასევე, უკავშირდება პანდემიასაც. ბოლო თვეებში კი გაჩნდა კითხვა, საით მიემართება საქართველო? აქ საიდუმლოებებს არ ვამხელ, რადგან ყველამ ნახა საზოგადოების რეაქცია იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც განვითარდა ბოლო წელს", — აცხადებს ის [ფორმულას თარგმანი].
ჰარცელის თქმით, 5 ივლისის ძალადობა, უმცირესობების უფლებები და ჟურნალისტების დაცვა, იყო ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობას. მისი თქმით, ამ ქმედებებმა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლამ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დემოკრატიული ინსტიტუტების და საერთო დემოკრატიული მექანიზმის მიმართ პატივისცემა.
"ეს არ არის მარგინალური მნიშვნელობის მოვლენები, მაგრამ ყველა მათგანი პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირის ღირებულებებს, ჩვენ მზად ვართ წინ წაწევაში დაგეხმაროთ, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული", — განაცხადა მან.
მისი განცხადებით, საქართველოს სჭირდება, გააძლიეროს ქმედებები, რომ აჩვენოს სერიოზული და მდგრადი შედეგი, რაც საჭიროა მომავალი წევრობის სანდოობისთვის. მისივე თქმით, წარმატებისთვის ერთიანობაა საჭირო.
"დასკვნა უნდა იყოს ასეთი, დროა, საქართველო მუშაობას შეუდგეს, იმისთვის, რომ დაეწიოს სადგურიდან გამავალ მატარებელს ან დარწმუნდეს, რომ შეძენილი მატარებლის ბილეთი შემდეგ სადგურამდე მიგიყვანთ", — აღნიშნა ჰარცელმა.
ის აღნიშნავს, რომ მთავარ პოლიტიკურ პარტიებს შორის ჩანს ევროკავშირში წევრობის ერთიანი მიზანი — ნამდვილი პრობლემა მდგომარეობს ყველას ერთ ოთახში შეკრებაში.
"ვერ ვიქნები გულუბრყვილო იმ გამოწვევები მიმართ, რომელიც თან ახლავს პოლიტიკური კულტურის შენებას, ესაა ერთმანეთის მოსმენა და არა ის, რომ ერთმანეთი მოიხსენიონ მონებად, ომის მოსურნეებად, პუტინისტებად და მოღალატეებად. ეს გამოწვევა როგორმე უნდა გადაილახოს", — თქვა ჰარცელმა.
მანამდე ჰარცელმა განაცხადა, რომ როგორიც არ უნდა იყოს წევრობის კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის შედეგი, დროა საქართველომ იმუშაოს იმ საკითხებზე, რაც წევრობისთვისაა საჭირო.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები