დასაშვებზე თითქმის ორჯერ დიდი მშენებლობა და პარალიზების საფრთხე ლორთქიფანიძის ქუჩაზე
ფოტო: On.ge
თბილისის მერიამ, საბურთალოზე, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე, დასაშვებზე თითქმის ორჯერ დიდი ზომის შენობის აშენების ნებართვა გასცა. 1 684 კვადრატული მეტრ ნაკვეთზე შენდება კორპუსი, რომლის მეოთხედი საცხოვრებელ ბინებს დაეთმობა, დანარჩენ ნაწილში კი სამედიცინო დაწესებულება კურაციოს ამბულატორია განთავსდება. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს.
მიწის ნაკვეთი მესამე საცხოვრებელ ზონაში მდებარეობს. ეს დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შედგენს საცხოვრებელი სახლები.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივნისს გაცემული ბრძანებით, კურაციომ დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისა და ამბულატორიის აშენების ნებართვა მიიღო. შენობის ცენტრალური შესასვლელი ლორთქიფანიძის ქუჩიდან ექნება. არქიტექტურის სამსახურის დადგენილებით, ამ ზონაში, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი 1,5 შეიძლება იყოს, კურაციომ კი მერიისგან 2,6 კოეფიციენტის ნებართვა მიიღო.
"იყო ხანძარი და ვერ შემოვიდა სახანძრო მანქანა"
ოთარ ლორთქიფანიძის ვიწრო ქუჩა უნივერსიტეტის ქუჩასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირს აკავშირებს ერთმანეთთან. ადგილობრივი მაცხოვრებლები შიშობენ, რომ ახალი სამედიცინო დაწესებულება ისედაც დატვირთული ქუჩის სრულ პარალიზებას გამოიწვევს. ამ დროისათვის, გზის პირას გაჩერებული ავტომობილების გამო, გარკვეულ მონაკვეთებზე ისეთი სივიწროვეა, რომ ორ მანქანას ერთმანეთისთვის გევრდის ავლა უჭირს, ზოგან კი ეს საერთოდ შეუძლებელია.
"40 ავტოფარეხი აქვთ და ფიქრობენ, რომ საკმარისია. 300 მხოლოდ სამედიცინო პერსონალია, 40 ფარეხი რაში უნდა ეყოთ? აქ ტრანსპორტი არ მოძრაობს. ან ფეხით უნდა მოვიდეს [პაციენტი], ან ტაქსით, ან საკუთარი მანქანით, რომლის გასაჩერებელი ადგილი ფიზიკურად არ არის," - ამბობს ერთ-ერთი მობინადრე ნანა მარგველაშვილი.
კურაციოს მიერ მერიაში წარდგენილი სატრანსპორტო კვლევის მიხედვით, პაციენტები კლინიკაში, ძირითადად, ტაქსებით ივლიან. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ქუჩა დატვირთულია დილის 9-10 საათებისა და საღამოს 18-19 საათების შუალედში, პაციენტები კი 10-დან 18 საათამდე მონაკვეთში იმოძრავებენ. აღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე, დოკუმენტის მტკიცებით, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა არ გადაიტვირთება. კვლევას ხელს შპს თბილქალაქპროექტის დირექტორი, ირაკლი კვარაცხელია აწერს.
სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს მოსახლეობის მიერ, საკუთარი სახსრებით დაკვეთილი კვლევა, რომელიც ტრანსპორტისა და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრმა ჩაატარა.
აღნიშნული კვლევის მიხედვით, ამჟამად, ლორთქიფანიძის მობინადრეთა კუთვნილი ავტომობილების რაოდენობა, რომლებიც კორპუსების გასწვრივაა განლაგებული, ღამის საათებში 425 ერთეულს აღწევს. ასევე, ქუჩაზე მოძრაობის ინტენსივობა მთელი დღის განმავლობაში შეიმჩნევა.
"ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩის გამტარუნარიანობა, ამჟამინდელი მონაცემებით, კრიტიკულ ზღვარზეა. მოქმედი ნორმატივებით ქუჩას ნორმატიული რეზერვი აღარ აქვს, ამიტომ მასზე მოძრავი ავტომობილების კიდევ დამატება მიზანშეწონილი აღარაა, ვინაიდან შეუძლებელი გახდება ქუჩის სავალ ნაწილზე სპეც-ტექნიკის: სახანძრო, სამაშველო და ა.შ. დანიშნულების ავტომობილების გატარება," - წერია დოკუმენტში, რომელიც მობინადრეებმა On.ge-ს მიაწოდეს.
მობინადრეებმა თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი პირველ ინსტანციაში უკვე მოიგეს. სასამართლომ გააუქმა ბრძანებები, რომლებიც განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდაზე იძლეოდა ნებართვას. მერიას, ასევე, დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.
"2 კვირაა განხილვისთვის. თუ აპელაციაზე არ შევიდა, მერიამ უნდა განიხილოს, შეუძლია, თუ არა მშენებლობისთვის იგივე კოეფიციენტის შენარჩუნება ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით, რაც აბსურდია. როგორ დაგვაკმაყოფილებენ? ესტაკადას გააკეთებენ?" - ამბობს მობინადრე ნანა მარგველაშვილი.
მერიაში On.ge-ს უთხრეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები სწავლობენ და ამაზე ჯერჯერობით ვერ ისაუბრებენ.
რაც შეეხება კურაციოს, სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი, გიორგი ჭოხონელიძე On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მათ ყველანაირი სამშენებლო მოთხოვნები წარუდგინეს მერიას ნებართვის მისაღებად:
"დღეს ლორთქიფანიძის ქუჩიდან არის შესასვლელი, მაგრამ ვცდილობთ და გვინდა, რომ ქვემოდანაც იყოს ძირითადი შესასვლელი. ამ ჩივილის ნაცვლად თუ გვერდში დაგვიდგება მოსახლეობა, კიდევ უკეთესი იქნება."
კითხვაზე, მიმართეს, თუ არა სასამართლოს თხოვნით, რომ დავის დასრულებამდე შეაჩეროს მშენებლობა, მობინადრეების ადვოკატი, გია დარჩია ასე პასუხობს:
"მსგავსი მოთხოვნა ჩვენ გვქონდა დაყენებული, მაგრამ თუკი არსებობს საფრთხე, რომ ამ შეჩერებამ ზიანი შეიძლება მიაყენოს კომპანიის ინტერესებს, სასამართლო ძალიან იშვიათად იყენებს ხოლმე მსგავს ზომას. არ არის გამორიცხული, რომ კიდევ მივმართოთ მსგავსი მოთხოვნით."
სასამართლო პროცესები, შესაძლოა, ექვსიდან რვა თვემდე გაგრძელდეს. ადვოკატის თქმით, მშენებლობა ახლა უფრო მეტი ინტენსივობით მიმდინარეობს, ვიდრე აქამდე. დარჩია შიშობს, რომ დავის გადაწყვეტამდე, შეიძლება, შენობა ბოლომდე აშენდეს, რაც რეალურად, მოსახლეობის პრობლემის მოგვარების შანსს არ დატოვებს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა



კომენტარები